თეგებით ძიება

„მარტში ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში და იძულებული არ გაეხადეთ, თქვენივე მიღებული კანონი შეგეჭამათ, დღეს კანდიდატის სტატუსს არც დაგვნახებდნენ“ - მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსი მისი დამსახურებაა. 

თქვენი დამსახურება რანაირადაა? თქვენ მიიღეთ კანონი, რომელზეც ევროკავშირმა გვითხრა, წითელი ხაზია და ამ კანონით ევროკავშირში არაფერი გესაქმებათო. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც მიიღეთ. 

მარტში ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში და იძულებული არ გაეხადეთ, თქვენივე მიღბეული კანონი შეგეჭამათ, დღეს კანდიდატის სტატუსს არც დაგვნახებდნენ. 

შესაბამისად, თქვენი ხელიდან სტატუსი ჩაგდებული იყო. 

როცა ვამბობთ, ხალხის დამსახურებააო, ეს მეტაფორა კი არაა, ბუკვალურად მარტში ქუჩაში გამოსულმა ხალხმა მოიტანა ეს სტატუსი. ისინი რომ არა დღეს ქვეყანაში იმოქმედებდა "უცხოელი აგენტების შესახებ კანონი" და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იქნებოდა მხოლოდ ოცნება.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა