სოფო ჯაფარიძემ გინტურების სახლიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშა გადმოფინა
ენმ-ს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის პერსონალურმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ მეგობრებთან ერთად გინტურების სახლიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშა გადმოფინა.
ჯაფარიძის თქმით, ამ ჯესტს სიმბოლური დატვირთვა აქვს და საქართველოს ერთიანობას უკავშირდება ეს ყველაფერი.
მისივე განცხადებით, თამაზ გინტურმა, არა მარტო ლომისის არამედ ევროკავშირის კარიც გააღო.