თეგებით ძიება

რომელია მამაკაცის ყველაზე გავრცელებული დაავადებები?

შარდ-სასქესო სისტემის პრობლემებს ყოველი მეორე მამაკაცი აწყდება. რომელია ყველაზე გავრცელებული?

პროსტატიტი და პროსტატის ადენომა

პროსტატის მთავარი ფუნქციაა სპეციფიკური სეკრეტის (PშA) გამომუშავება, რომელიც პასუხისმგებელია სპერმის ფორმირებაზე. პროსტატიტი (პროსტატის ანთება) და პროსტატის ადენომა (ორგანოს პათოლოგიური ზრდა) 40 წლის შემდეგ მამაკაცების 50%-ის დაავადებაა.

შარდკენჭოვანი დაავადება და პიელონეფრიტი

შარდკენჭოვანი დაავადება 25-50 წლის ასაკის ყოველ მეოთხე მამაკაცს აწუხებს. თირკმელში და შარდის ბუშტში ქვები წარმოიქმნება მეტაბოლური დარღვევების, არასრულფასოვანი კვების, მავნე ჩვევების, არახელსაყრელი სამუშაო პირობების გამო.

პიელონეფრიტი არის თირკმელების ანთება. ხშირად ეს არის ჰიპოთერმიის, შარდკენჭოვანი დაავადების, პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის გართულების შედეგი. თირკმელების დისფუნქციაზე მიგვითითებს სახის, ქუთუთოების შეშუპება.

ვარიკოცელე

სათესლე ჯირკვლების დაავადებები შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე პროსტატის დაავადებები, მაგრამ არავინაა დაზღვეული მათგან. მამაკაცისთვის ეს მნიშვნელოვანი ორგანო ზიანდება გადახურებისა და ჰიპოთერმიისას. მნიშვნელოვანია ასევე ჰიგიენის დაცვა. ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.

ვარიკოცელე აწუხებს მამაკაცების 15-20%-ს და ესენი ძირითადად მოზარდები არიან პუბერტატის პერიოდში. დაავადებისას სათესლე პარკში ხდება ვენების ვარკოზული გაფართოება, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ეს კი უკავშირდება დელიკატურ მიდამოში ჟანგბადის ნაკლებობას და ტემპერატურის მატებას. ამის გამო ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია. სხვათა შორის, უნაყოფო მამაკაცების ნახევარს ეს დაავადებაც აქვს.

პროსტატის, საშარდე გზების, სათესლე ჯირკვლების მკურნალობას მართავს უროლოგი. მასთან ვიზიტი საჭიროა, თუ გაქვთ:

წელის ტკივილი და შარდვის პრობლემები, შეუკავებლობა, მოშარდვის ცრუ სურვილი, ტკივილი, შარდის ფერის შეცვლა;

ჩირქოვანი, სისხლიანი და სხვა პათოლოგიური გამონადენი;

ფიმოზი, ერექციული დისფუნქცია;

წონის დაკლება;

სათესლე ჯირკვლების გამკვრივება, სათესლე პარკის გადიდება, დისკომფორტი ერექციის დროს.

მამაკაცთა ყველაზე ცუდი დაავადებები

მამაკაცებისთვის ყველაზე რთულია სექსუალური სფეროს პრობლემების მქონე სპეციალისტთან ვიზიტი. ყველაზე მეტად მათ ეშინიათ:

უნაყოფობის

„უშვილობის“ დიაგნოზის შემთხვევათა 50%-ში მიზეზი მამაკაცია. თუ ქალი ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ქმარი ხშირად არც კი განიხილავს ამ საკითხს. სიჯიუტის შედეგია სერიოზული პრობლემები ოჯახში. იმავდროულად, თანამედროვე მედიცინით შესაძლებელია სპერმატოზოიდების იდენტიფიცირება და ხარისხის გაუმჯობესება, რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა და ჩასახვის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება. სამწუხაროდ, ეს ყველამ არ იცის.

ერექციული დისფუნქცია

მამაკაცები ხშირად არ აღიარებენ ამ დელიკატურ პრობლემას. თავიდან ყველაფერს სტრესს, დაღლილობას, „მობეზრებულ“ ოჯახურ ურთიერთობებს მიაწერენ. შემდეგ იწყებენ დამოუკიდებლად „მკურნალობას“, მიაჩნიათ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. საუკეთესო გამოსავალი იქნება ექიმის, კერძოდ, ანდროლოგის დახმარება.

ყველაზე „მოულოდნელი“ დაავადებები

სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მამაკაცი ყოფილა დერმატოვენეროლოგთან. რა „სიურპრიზებს“ აღმოაჩენს ექიმი ყველაზე ხშირად?

ყველაზე პოპულარული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) არის ათაშანგი, ქლამიდია და პაპილომავირუსი. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ნიშნები შემთხვევათა 80%-ში ჩნდება არასანდო პარტნიორთან დაუცველი სექსის შემდეგ. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდეა.

სგგდ სიმპტომებია:

წვა, ქავილი, დისკომფორტი საზარდულის მიდამოში (მწვავდება შარდვისას);

გამონაყარი, წყლულები, სიწითლე;

გამონადენი პენისიდან;

ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნები;

კანის ქავილი, გამონაყარი, ლაქები, სიწითლე.

ასეთი ნიშნების აღმოჩენის შემდეგ თავი შეიკავეთ პარტნიორთან დაუცველი კონტაქტისგან და მიმართეთ ექიმს.

მამაკაცის დაავადებების პროფილაქტიკა

შეუძლებელია დაიცვა თავი მამაკაცის ყველა დაავადებისგან. მაგრამ სავსებით შესაძლებელია დაავადების რისკის შემცირება პრევენციული ზომების დაცვით:

1. დაიცავით ჯანსაღი კვების წესები: ნაკლებად ჭამეთ შემწვარი, ცხარე, შებოლილი, მარილიანი საკვები. გახსოვდეთ, სიმსუქნე ერექციული დისფუნქციის ერთ-ერთი მიზეზია!

2. უკუაგდეთ მავნე ჩვევები.

3. ნუ გაგიტაცებთ საუნა, აბანო.

4. გამოიყენეთ პრეზერვატივი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტისას.

5. ნუ მიმართავთ შეწყვეტილი სქესობრივი აქტის პრაქტიკას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პროსტატასა და სქესობრივ ლტოლვაზე.

6. თუ სათესლე ჯირკვლის მიდამოში ტრავმის შემდეგ ტკივილს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

7. დაიცავით პირადი ჰიგიენა, იხმარეთ ბუნებრივი ქსოვილების კომფორტული საცვლები.

8. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ შეამჩნევთ დარღვევებს შარდ-სასქესო სისტემის მუშაობაში.

9. გაიარეთ რუტინული გამოკვლევა უროლოგთან მოზარდობის პერიოდში და 35 წლის შემდეგ.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა