თეგებით ძიება

დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის - „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება - ბექა ლილუაშვილი

დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის - „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება - მოგეხსენებათ საპალნე ცხენის ანდაზა, კოჭებში გეტყობათ ბიჭებო როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება, - ასე მიმართავს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას".

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას" საერთო ინტერესები აქვთ და ერთმანეთს წინასაარჩევნო კამპანიას უტარებენ.

„ჩვენ ვამბობდით და დღეს, გავიგეთ, რომ გამოქვეყნდება "ქართული ოცნების" ჯიბის ფილიალის - „გორბის“ კვლევა. გუშინ გამოვიდა „ნაცი“, „ნაცთმეხოტბე“ მდინარაძე და დაუდასტურა „ნაციონალურ მოძრაობას“ ის რეიტინგი, რომელიც "ედისონის" კვლევაში იყო წარმოდგენილი. „გორბის“ კვლევაში ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ნაცების", ასევე „ოცნების“ რეიტინგი და გაყალბებული კვლევებით, მოდელირებული რეალობით ერთმანეთს უდასტურებენ რაღაც რეიტინგებს ჩვენს ხარჯზე. ეს არის სამარცხვინო. მოგეხსენებათ საპალნე ცხენის ანდაზა, კოჭებში რომ ეტყობა, კოჭებში გეტყობათ ბიჭებო როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ" დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება. ჯერ კობახიძის ველზე ჩატარებული კამპანია ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ახლა პოლიტიკურ კვლევებში უდასტურებენ მხარდაჭერას და ერთმანეთს უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ყოჩაღ, „მალადეც“, ეს არის მათი საერთო ინტერესების და ფარული შეთანხმების კიდევ ერთი მაგალითი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა