თეგებით ძიება

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველ დოზა უკეთდებათ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველი დოზა უკეთდებათ. პრეპარატი საქართველოში გუშინ შემოვიდა და პირველ ეტაპზე, მედიკამენტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი მიიღებს. მშობლების განმარტებით, დასაწყისისთვის შეირჩა მაღალ ასაკობრივ ზღვარზე მყოფი სამი ბავშვი და ერთი, კრიტიკული საჭიროების მქონე პაციენტი. 

„პირადად მე, ამ მედიკამენტს ველოდი 12 წლის მანძილზე და არც ვოცნებობდი, რომ მას ჩემი შვილი მიიღებდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერ დედას, ვისაც შვილის ავადმყოფობა აქვს, პირველ რიგში მათ ვეტყვი, რომ არასდროს არ დანებდნენ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

საქართველოში ეს მედიკამენტი აუცილებლად შემოვიდოდა, მაგრამ ის, რომ ასეთი დაჩქარებით შემოვიდა, დიახ, ნამდვილად პროტესტმა გამოიწვია და მთელ საქართველოს ვუხდი მადლობას“, - ამბობს ჟურნალისტებთან აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ქეთი ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შემოტანის მოთხოვნით ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწყვეტ აქციებს მართავდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა