თეგებით ძიება

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გადალახვა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შენარჩუნოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. ამ დღეს წვრილმანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, კამათის დროს ოპონენტზე ზეწოლა არ მოახდინოთ - ასე მეტს მიაღწევთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის.

კურო

ამ დღეს დინებას უნდა მიჰყვეთ და მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ დააჩქაროთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები დაგეგმოთ და კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ. ახალი კავშირები და ურთიერთობები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს იმპროვიზაციებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრებისთვის საგულდაგულოდ მოემზადოთ. ღრუბლებში ფრენისა და ოცნების კოშკების აგების ნაცვლად, ეცადეთ, მოვლენები რეალისტურად შეაფასოთ. აქტიური პოზიცია სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ყველანარ ავანტიურას და სარისკო საქმეს, თუნდაც უახლოესმა მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო შედეგებზე პასუხისგება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ლომი

თქვენი ცხოვრების ზოგიერთ სფეროს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები დაისახოთ და მოქმედება დაიწყოთ. უპირატესობა მიაქციეთ საქმეს, რომელიც უახლოეს მომავალში ფინანსურ შემოსავალს ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღის ამოცანა ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გირჩევთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ - ის ერთადერთ სწორ პასუხს გიკარნახებთ. კარგი იქნება, თუ დაძაბული მუშაობიდან დროდადრო ყურადღებას სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანთ, დაისვენებთ და სულიერად განიტვირთებით.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი მშვიდი და ჰარმონიული იქნება. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის დაგეგმოთ, როდესაც ენერგიით სავსე იქნებით. დროა, ძველი პროექტების დასრულებაზე იზრუნოთ, რათა, ბოლოს და ბოლოს, ახალი საქმის დაწყება და წინსვლა შეძლოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ მშვიდად და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. პერიოდულად შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას - ეს დიდ კონფლიქტს გამოიწვევს. ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფები ამბობენ და შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას შეხვედრაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობდეს იმ ადამიანისგან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ და მიზნებისკენ თამამად მიდიხართ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნო პრობლემა მოაგვაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების გამოცდილებაც გამოიყენოთ. საღამოს შოპინგი წარმატებული იქნება და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

მერწყული

გულგრილად ნუ ჩაუვლით გვერდით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. სტრესული დღეა, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ და წარუმატებლობის გამო არ გაღიზიანდეთ. კონფლიქტების სწრაფად მოგვარებაში სწორედ სიმშვიდე დაგეხმარებათ. უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე, რომელიც, პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მარტივი და კარგად ნაცნობი საკითხების გადაჭრის დროსაც კი პრობლემები გელით. თუმცა უნდა გჯეროდეთ საკუთარი ძალების და ნაყოფიერი მუშაობისთვის მოემზადოთ. იუმორის გრძნობა უსიამოვნო კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა