ვის გაუმართლებს ფინანსურად ნოემბერში?
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
თუ გრძნობთ, რომ ხელმძღვანელი თქვენს შრომას სათანადოდ ვერ აფასებს, ნოემბერში ყველაფერი შეიცვლება. ოღონდ, იმის ნაცვლად, რომ სავარძელში მოკალათებული დაელოდოთ მაღალ ანაზღაურებას, გადით გარეთ და ეძიეთ ფინანსური თავისუფლება თუ სარგებელი. განაახლეთ თქვენი პირადი რეზიუმე და იპოვეთ უკეთესი სამუშაო ადგილი. დაემშვიდობეთ იმედგაცრუებას და ისარგებლეთ მარსის ამ თვის ინტენსიური ენერგიით, რათა იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.
ვერძებს სიახლე ელოდებათ სიყვარულშიც. მიუხედავად იმისა, მარტოხელა ხართ თუ ბედნიერი, მოემზადეთ თავბრუდამხვევი პაემნებისთვის.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
კუროებო, ამ თვეში თავს რეალიზებულად იგრძნობთ. იყავით მადლიერი იმისთვის, რა მიღწევებიც გაქვთ კარიერაში, მეგობრობასა თუ სასიყვარულო ურთიერთობაში. კოსმოსი ბევრ პოზიტივს გიგზავნით, ამიტომ გამოიყენეთ ყველა საინტერესო შესაძლებლობა, რომელსაც გზაზე შეხვდებით.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპებო, თქვენ მზად ხართ მთლიანად შეცვალოთ ყველაფერი – მათ შორის, არაა გამორიცხული, რომ კარიერაში რადიკალური ნაბიჯი გადადგათ და მოდის დიზაინერობიდან ინჟინრობას მიჰყოთ ხელი. მოკლედ, ნოემბერი თქვენთვის დიდი სიახლეებისა და ექსპერიმენტების თვეა.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებისთვის საუკეთესო დროა კარიერის ასაწყობად. დიახ, დრო მოვიდა და მზად ხართ წარმატებისთვის. ამ თვეში დრო დაუთმეთ კარიერულ მიზნებს. თვალი ადევნეთ უახლეს ტექნოლოგიურ ინფორმაციებს, რაც კარიერულ კიბეზე ასასვლელად დაგეხმარებათ. შესაძლოა მყისიერი ცვლილებები ამ თვეში არ მოხდეს, მაგრამ სერიოზულ ფუნდამენტს შექმნით სამომავლოდ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თქვენს ნიშანში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. როგორც ზოდიაქოს მეფე, (და არამარტო) თქვენ გრძნობთ, რომ გაქვთ გარკვეული შეღავათების უფლება სამსახურში და ნამდვილად არ ხართ ისეთი, ვინც ნებისმიერ შემოთავაზებაზე დათანხმდება. ნოემბრის თვე კი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თქვენი ულტიმატუმები თუ პირობები წაუყენოთ უფროსებს და წარმატებასაც მიაღწიოთ.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
შინაგანად მოწესრიგებული ქალწულების შინაგანი „მე“ ნოემბერში ველურდება. იქნება ეს თქვენი მანქანა, კარიერა თუ დასვენების გეგმები, თქვენ ხართ ერთადერთ მისიით – რაც შეიძლება მეტი რამ გაამარტივოთ. იყავით ღია, როდესაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება კარიერაში, მაშინაც კი, თუ ის უცაბედად დაგატყდებათ თავს. ნუ შეგეშინდებათ დიდი ფულის მიღების, თქვენ ის დაიმსახურეთ.