თეგებით ძიება

"შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად" - კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი მასზე თავდასხმის შემდეგ

მსა­ხი­ობ­მა კოს­ტა სა­ნი­კი­ძი­ემ მას­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ "კუ­რი­ერ­თან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ბრალ­დე­ბულს არ იც­ნობს და, ამ ეტაპ­ზე, მომ­ხდა­რის გახ­სე­ნე­ბა უჭირს.

"უკეთ ვარ, ჩემი გა­მო­კი­თხვა ჯერ არ მომ­ხდა­რა. არა, ცნო­ბით, არ ვიც­ნობ... ეგე­თი დე­ტა­ლე­ბი არ გვაქვს. ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი... მერე შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რამ და­ი­წე­როს, რომ გულ­მა და­მარ­ტყას უა­რე­სად... ვერ გე­ტყვი ვე­რა­ფერს," - ამ­ბობს კოს­ტა სა­ნი­კი­ძე "კუ­რი­ერ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ დი­ლით მომ­ღე­რა­ლი კოს­ტა სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შოუ, "პრა­იმ ჰა­უ­სი­დან" გა­იც­ნო, სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მომ­ღე­რა­ლი დე­დის თვალ­წინ, სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. მას ხუთი ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა