თეგებით ძიება

ახალშობილის კანის მოვლა ზამთარში

ზამთრის სეზონზე ჰაერი ნაკლებად ტენიანია. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანის კანი წელიწადის ამ დროს უფრო მშრალი ხდება. ბავშვებს კი უფრო ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს, ამიტომ შესაძლოა, მათი კანიც უფრო სწრაფად გამოშრეს.

დახეთქილი ტუჩები

ტუჩების სიმშრალე ჩვილების ხშირი პრობლემაა. როდესაც მათი ტუჩები და გარშემო ადგილები გამუდმებით სველია ნერწყვისგან, კანის ზედა ფენა შეიძლება გაღიზიანდეს და გასკდეს კიდეც. გამოიყენეთ უსაფრთხო, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ტუჩსაცხი. თუ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზეა, შეგიძლიათ წაუსვათ დედის რძეც.

ვარდისფერი ან წითელი ლოყები

ბავშვის ლოყები შესაძლოა ადვილად გაღიზიანდეს ცივ ჰაერზე ყოფნისას, განსაკუთრებით ქარიან დღეს. ამიტომ, აუცილებელია გამოიყენოთ დამატენიანებელი საცხი გარეთ გასვლამდე.

მშრალი კანი და ქავილი

ზამთარში გამომშრალმა კანმა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ქავილი მთელ სხეულზე. შეიძლება გაჩნდეს წითელი ლაქებიც სხეულზე და კანი აიქერცლოს. ასეთ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან.

დამატენიანებელი საშუალებები

როდესაც ეძებთ დამატენიანებელს თქვენი პატარასთვის, მოერიდეთ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ალკოჰოლი. ძალიან კარგია ლოსიონები ყოველდღიური დატენიანებისთვის, რადგან მისი ტექსტურა თხელია და უფრო ნაზად შეიწოვება.

აბაზანის პროდუქტები

ზამთრის პერიოდში მოერიდეთ საპნებს და აბაზანის სხვა პროდუქტებს, რომელიც შეიცავს ქიმიურ საშუალებებს.

მზისგან დამცავი

6 თვემდე ბავშვებს არ სჭირდებათ მზისგან დამცავი საშუალება. უბრალოდ, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შეზღუდეთ მზეზე გატარებული დრო, როდესაც UV დონე ყველაზე მაღალია, ან გამოიყენეთ ულტრაიისფერი საფარი მათ ეტლზე ან მანქანის სავარძელზე. 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საუკეთესოა მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი, მაგრამ მაინც უნდა შეზღუდოთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ გატარებული დრო.

სამკურნალო საშუალებები

არსებობს რამდენიმე რამ, რაც დაგეხმარებათ თქვენი ბავშვის კანის დაცვაში ზამთრის პერიოდში:

აუცილებლად დაუტენიანეთ სახე და სხეული, გაუმშრალეთ კანი ბამბის პირსახოცით ნაზად.

ჩააცვით რბილი, ბუნებრივი ქსოვილები, მოერიდეთ ტანსაცმელს უხეში ნაკერებით ან ნაკაწრებით.

უმჯობესია მოერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გააღიზიანოს ბავშვის კანი. აირჩიეთ უსუნო ლოსიონები, საპნები და სარეცხი საშუალებები.

გაუკეთეთ მასაჟები სახლის პირობებში. რაც უზრუნველყოფს მისი კანის დატენიანებას.

როდის მივმართოთ პედიატრს?

თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს შვილს. თუ ყოველდღიური დამატენიანებელი ან სხვა ძირითადი ნაბიჯები არ გეხმარებათ, ან თუ თქვენი ბავშვის კანი უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მშრალი, დაბზარული კანის მიზეზი შეიძლება იყოს ზამთრის სიმშრალის მიღმაც. ასევე შეიძლება არსებობდეს სხვა თერაპიები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

წყარო :TREND.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა