მიხეილ ცაგარელი 23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებს მიმართავს
23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებისთვის, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ინფორმაციას ავრცელებს:
„23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ მშვილდოსნებს აუცილებლად გექნებათ მორიელის ხასიათებიც და თვისებებიც, ანუ საზღვარზე დაბადებულები ბრძანდებით, რაც ნიშნავს იღბლიანები და მრავალმხრივ ნიჭიერები… გილოცავთ ყველა იუბილარს.
შეგახსენებთ, როგორც გაატარებთ დაბადების დღიდან პირველ 12 დღეს, ისე გაატარებთ შემდეგ 12 თვეს… პოზიტიურად, მხნედ, ლაღად იყავით, იქ სპორტიც ჩართეთ, საქმიანობაც, დასვენება-განტვირთვაც, სწორი კვებაც, ლოცვა, ზრუნვა ახლობლებზე…
ეს ყველაფერი გაუმჯობესებულ ხარისხში, ვიდრე აქამდე იყავით და ჰარმონიულად გაწონასწორებული ცხოვრების წესი, ბუმერანგის პრინციპით სამყარო დაგიბრუნებთ გაწონასწორებულ ჰარმონიულ მოვლენებს და სიახლეებს… სიკეთე გქონოდეთ,“ - წერს ცაგარელი.