თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგებმა, რომლებიც მუშაობენ ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობაზე, გამოავლინეს ყველაზე დიდი მტრები ზოდიაქოს წრის ყველა წარმომადგენლისთვის.
ასტროლოგებმა, რომლებიც მუშაობენ ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობაზე, გამოავლინეს ყველაზე დიდი მტრები ზოდიაქოს წრის ყველა წარმომადგენლისთვის. ემოციონალური ანტიპოდები ან სრული საპირისპიროები ვერ თავსდებიან ერთმანეთთან და თითო ჯერზე რაღაცით გაღიზიანება უნდათ.
ჩვენ ირგვლივ არიან შურიანი, ავი, ამპარტავანი ადამიანები. ისინი ყველა ჩვენ გარშემო არიან. ზოგჯერ ეს უბრალო ნაცნობები, ზოგჯერ კი-კოლეგები, მეგობრები ან თუნდაც ნათესავები არიან. გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი თქვენი ყველაზე ცუდი მტერია? ასტროლოგებმა გამოავლინეს კანონზომიერება, რომლის მიხედვით მაშინვე გასაგებია, ვის უნდა მოვერიდოთ და შესაძლებლობისდაგვარად არც კი ვესაუბროთ.
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს უბრალოდ სძულთ მოსაბეზრებელი ადამიანები. ვერძი ჰოროსკოპით სავსეა ენერგიით და სიცოცხლის ხალისით. ამ ზოდიაქოს ნიშანს არ შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა მოდუნებულ, პასიურ და ზარმაც ადამიანებთან. ამის გამო ვერძები მუდმივად ეჩხუბებიან ტყუპებს. მათი მტრობა დაფუძნებულია ტყუპების დეპრესიისკენ მიდრეკილებაზე.
კურო
კურო ძალიან სერიოზული, უკომპრომისო და პასუხისმგებელი ადამიანები არიან, რომლებიც, რაც გასაოცარია, ვერ იტანენ მათ მსგავს ადამიანებს. კუროებს ადამიანებში მოსწონთ გულისხმიერება, კეთილმოსურნეობა და მხარდაჭერის უნარი. ასეთი ზოდიაქოს ნიშანი ვერ იტანს თხის რქებს. ყველაფერი იმიტომ, რომ მათ პირველ ადგილზე აქვთ ფული, და სიხარბე და სიძუნწე უფარავს მათ თვალებს, რის გამოც თავზე გადაუვლიან სხვებს.
ტყუპები
ტყუპები- ხალისიანი, მღელვარე და აფორიაქებული ადამიანები არიან, რის გამოც მარტივად შეიძლება ჩავარდნენ დეპრესიაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ თავი აარიდონ მოწყენილ ადამიანებს. ტიპიური ტყუპები რთულად ეთავსებიან მოსაბეზრებელ და ზოგჯერ დაღონებულ თევზებს.
კირჩხიბი
კირჩხიბი ზედმეტად აუღელვებელი და ზოგჯერ მოწყვეტილი ადამიანები არიან. მათ უყვართ წყნარი დროის ტარება და მონოტონური ცხოვრების რითმი. ისინი არსად არ ჩქარობენ. მათთვის ნომერ პირველი მტერია მორიელი. აფორიაქებული, ცოცხალი, დრამით სავსე. კირჩხიბს არ უყვარს ზედმეტად აქტიური პიროვნებები.
ლომი
ლომები თავდაჯერებულობით სავსე არიან. ისინი თავისუფალი, მამაცი და შეუპოვარი ადამიანები არიან და ვერ იტანენ ისეთ ადამიანებს, როგორებიც თვითონ არიან. მათი მთავარი მტერია ქალწული, ისეთივე თავდაჯერებული და ამპარტავანი. მაგრამ ლომი თვლის, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მეფე, ისიც თვითონ არის.
ქალწული
ქალწულს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ყველაფერი თავის ადგილას. ეს ყველაფერს ეხება. ყველაზე მეტად ქაოსის ეშინიათ- როგორც საგნებში, ისე ფიქრებში. ეს ზოდიაქოს ნიშანი ცდილობს თავი აარიდოს ნებისმიერ არეულობას, რათა არ აღმოჩნდეს ნერვული დაშლის, დეპრესიის და საერთოდ სულიერი აშლილობის კიდეზე. ამიტომ ქალწული ყველაზე მეტად ვერ იტანს მერწყულს, რომელიც ყველგან თესავს არეულობას და ფორიაქს.
სასწორი
სასწორი ასხივებს უშფოთველობასა და ჰარმონიას. ისინი კეთილი და მშვიდობისმოყვარე არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები ვერ იტანენ იმათ, ვინც მათთვის ბრძანებას ცდილობს. და ყველაზე მეტად სძულთ, როდესაც მათზე ყვირიან. სწორედ ამიტომ სასწორი არ მეგობრობს ვერძთან. ვერძი ძალიან მბრძანებლური და იმპულსური ნიშანია, რომელიც თავისი დაჟინებით გვაგონებს ტანკს, ხოლო სასწორი ამას ვერ იტანს.
მორიელი
გარკვეული დროის განმავლობაში ეს ნიშანი ჩანს ძალიან წყნარი და მშვიდი. მაგრამ სინამდვილეში მისი წარმომადგენლები- დაუნდობელი, შურისმაძიებელი და ვერაგი პიროვნებები არიან. მორიელები ვერ იტანენ მეოცნებე მერწყულებს. ისინი მათთვის სასაცილო, მოსაბეზრებელი და საერთოდ არაამქვეყნიურები არიან. მორიელი არასდროს არ იმეგობრებს მერწყულთან- და წერტილი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები სავსე არიან თავდაჯერებულობით, ენერგიითა და სიფხიზლით. ეს ადამიანები ყველაზე წარმატებული ადამიანების სიის თავში არიან. მშვილდოსნები- არასაშიში მტრები არიან. მათ არ შეუძლიათ, დიდხანს იყვნენ გაბრაზებულები მათზე, ვინც ისინი აწყენინა. პირად ცხოვრებაში მათ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესოდ უგვარდებათ, და სამსახურშიც წარმატება ელოდებათ. საერთოდ მშვილდოსანი ზოდიაქოს წრეში საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებაა, და დიდად არც ჰყავს მტრები.
თხის რქა
თხის რქა დაუღალავია და თითქმის არასდროს არ გრძნობს დაღლილობას. ისინი არასდროს არ დგანან ერთ ადგილას, ყოველთვის მხოლოდ წინ მიდიან. და ამიტომ სძულთ მოსაბეზრებელი ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ აქტიური ცხოვრება და ურჩევნიათ ისხდნენ სახლში. თხის რქის მტერია კირჩხიბი.
მერწყული
მერწყულისთვის დამახასიათებელი არამდგრადობა. ისინი ძალიან ცნობისმოყვარე არიან, უყვართ ახლის შესწავლა. ისინი ვერ იტანენ „ძველი გამოწრთობის“ ხალხს, რომლებიც მიჩვეული არიან ყველაფერ ძველს და მისდევენ მკაცრ კონსერვატიზმს. მერწყული იწყებს პანიკას, როდესაც ვინმეს ყველაფერი ზუსტად აქვს დაგეგმილი. ნომერი პირველი მტერი მერწყულისთვის კუროა.
თევზები
ეს არის ზედმეტად მოწყვლადი, წყნარი, და რაც ყველაზე მთავარია, შემოქმედებითი ზოდიაქოს ნიშანი. ისინი ვერ იტანენ მოუსვენარ, ხმაურიან და სიფხიზლით სავსე მშვილდოსნებს. თევზებს, როცა უყურებენ მშვილდოსნებს, ცოტა შურთ. რადგან მათთვის რთულია ახალი ადამიანის გაცნობა, მათ ეშინიათ, რომ დაარღვევენ თავის წყნარ და მყუდრო სამყაროს.