ვის გაუმართლებს ფინანსურად დეკემბერში?
ნახეთ, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში ფინანსური კეთილდღეობა ელის:
თხის რქა
2023 წლის დეკემბერი მნიშვნელოვან ცვლილებას გიმზადებთ. თვის ბოლოსკენ უკვე მზად იქნება ხელშეკრულება, რომელიც კარიერული წინსვლასა და დაწინაურებას გამოიწვევს. შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ იმ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება, სადაც განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავთ. მალევე თქვენთან ახალი შეთავაზება და საინტერესო წინადადება გამოჩნდება, რაც წინსვლის საშუალებას მოგცემთ.
თევზები
დეკემბერში ახალი მთვარე თქვენი კარიერის სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 დეკემბრიდან პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ახალ ციკლს იწყებთ. შესაძლოა, ახლა ბევრად უკეთესი ვაკანსია და შეთავაზება გამოჩნდეს, სადაც თქვენს შრომისმოყვარეობასა და მონდომებას სრულად დააფასებენ. ახალი პოზიცია კი უამრავ ნაცნობს, საინტერესო ადამიანსა და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.
ლომი
დეკემბერში რეტროგრადული მერკური თქვენს სამუშო სექტორში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ძველი სამსახურიდან ახალი შეთავაზებითა და პერსპექტივით შემოგეხმიანონ და საინტერესო პოზიცია შემოგთავაზონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტროლოგების თქმით, 2023 წლის დეკემბერი თქვენთვის აღიარებისა და დაფასების თვალსაზრისით, წარმატებული პერიოდია და შეგიძლიათ, მნიშვნელოვნად დაწინაურდეთ.
მერწყული
27 დეკემბრის სავსე მთვარე თქვენი გუნდური მუშაობის სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, რაიმე მნიშვნელოვან პროექტზე სამუშაოდ მიგიწვიონ და საინტერესო გამოცდილება მიიღოთ, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ განვითარებაში კიდევ უფრო დაგეხმარებიან და ხელსაყრელ წინადადებებს შემოგთავაზებენ. შესაძლოა, დამატებითი დისტანციური საქმეც აიღოთ და შემოსავალი მნიშვნელოვნად გაგეზარდოთ.