თეგებით ძიება

ვის ელის წინ „ტკბილი ნოემბერი“ - თვის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ნოემბერი დრამატიზმით აღსავსე , ექსპანსიური და მგრძნობიარე მორიელისა და იდეალისტი, რომანტიკული მშვილდოსანის მმართველობის ხანაა. ამიტომ ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩევა არაპროგნოზირებადი სცენარითა და ემოციების სიუხვით...

მოდით, გადავხედოთ რას უმზადებს ამ ჯერზე ნოემბერი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს

ვერძი

ნოემბერში მარტოხელა ვერძების დიდ ნაწილს, საკუთარ გრძნობებში გარკვევა გაუჭირდება. საქმე იმაშია, რომ ბედის ირონიით არა ერთი და ორი, შესაძლოა სამი პრეტენდენტიც კი შეეცილოს ერთმანეთს თქვენი გულის მოსაპოვებლად. ამიტომ მათ შორის ღირსეული უნდა აარჩიოთ, რაც ერთობ რთული საქმე იქნება.

კურო

კუროების დიდი ნაწილი ნოემბრის თვეში სასიყვარულო ფრონტზე წამოჭრილი საკითხების მარტივად გადაჭრას მოინდომებს და გადაწყვეტს, რომ მხოლოდ იმ ხალხს დაუთმოს ყურადღება ვისგანაც თანმხვედრ სიმპათიას იგრძნობს. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც რეალურად განიცდის თქვენ მიმართ სერიოზულ გრძნობებს ამ ეტაპზე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ძალიან იტანჯება იმით, რომ თქვენ ამ დროს სხვა კანდიდატურებით ირთობთ თავს.

ტყუპი

ნოემბრის თვეში ტყუპის ისედაც გაორებული ხასიათი კიდევ ცვალებადი და ნერვოზული ხდება. ბევრი თქვენგანი თავადაც ვერ ახსნის რა უბიძგებს ათასგვარი სახის აბსურდული და არაპროგნოზირებადი საქციელის ჩადენისკენ. თუმცაღა მოთხოვნილება, პარალელურად რამდენიმე თაყვანისმცემელთან ერთდროულად გააბათ ფლირტი, ამ ჯერზე თქვენი რეპუტაციის შელახვით არ დასრულდება და სიტუაციიდან "მშრალად" გამოძვრომასაც შესძლებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბების უმრავლესობა ნოემბერს გადატვირთულ სამუშაო რეჟიმში ხვდება და საერთოდ არ იტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის. თუმცა სწორედ ნოემბერს შეუძლია მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ის სასიკეთო ძვრები, რასაც მთელი წლის მანძილზე ამაოდ ელოდთ.

ლომი

ლომების დიდი ნაწილისთვის ნოემბერი, რომანტიული ურთიერთობების კუთხით ძალზე აქტიური და დასამახსოვრებელი თვეა. თუკი თქვენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავთ გამგზავრებას, შესაძლოა "ამურის ისრები" სწორედ მგზავრობისას წამოგეწიოთ. თუმცა ლომების იმ ნაწილს, ვინც სამშობლოში ამჯობინებს დარჩენას, ნოემბრის თვე შეიძლება ითქვას "ლანგრით მიართმევს" ნანატრ ურთიერთობას.

ქალწული

თუკი თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ხართ და საკუთარ თავს არაერთგზის მიეცით პირობა, რომ ერთი და იმავე ორმოში აღარასოდეს ჩავარდებით სიყვარულის გამო, იცოდეთ რომ ნოემბრის თვე აუცილებლად გაიძულებთ ამ პირობის დარღვევას. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთი შეხედვით, "პერსპექტიულდ" დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა სამომავლოდ ზუსტად იმავე სცენარით დაიწყებს განვითრებას, როგორც ვითარდებოდა მისი წინამორბედი რომანები ადრე.

სასწორი

ნოემბერი ის თვეა, როცა გარშემო მყოფები ამაოდ ცდილობენ ჭკუა დაგარიგონ და მოგიწოდონ იმოქმედოთ ცივი გონებით. საქმე იმაშია, რომ ამ თვეში დაწყებული სასიყვარულო რომანი ნებისმიერი სასწორის ცხოვრებაში, თინეიჯერული ასაკისთვის დამახასითებელი ე.წ. "პეპლების ფართხალის ეფექტით" იქნება დამახასიათებელი მუცლის არეში. იხილეთ სრულად


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა