თეგებით ძიება

27 ნოემბერი სავსემთვარეობაა - რა უნდა ვიცოდეთ

დღეს 27 ნოემბერს სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის მე 5 -ე გრადუსზეა.

(საქართველოს დროით 13:16 სთ- ზე)

 გაითვალისწინე მარტივი რჩევები, რომელსაც omnia სოციალურ ქსელში ავრცელებს:

👉 მოერიდე კამათსა და გარჩევებს, არის კონფლიქტების გამწვავების დიდი ალბათობა.

👉ფრთხილად იყავი გზებზე, არის ტრავმების ალბათობა.

👉 ფრთხილად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან

👉მოერიდე მჭრელ და ცეცხლსასროლ იარაღს

👉დიდია ნევროზებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამწვავების ალბათობა.

👉მოერიდე სამედიცინო მანიპულაციებს.

👉 „იჩქარე ნელა!“

„სიტყვა შეიძლება იყოს წამალი და სიტყვა შეიძლება იყოს საწამლავი!“

💫არ დაგავიწყდეს წყლის, მინერალური ქვებისა და საფულის დამუხტვა მთვარიან ღამეს (არ არის აუცილებელი მთვარე ჩანდეს, ნივთები და წყალი უნდა აიღოთ პიკამდე!)

💫მარტივი რიტუალი :

თუ ცხოვრებაში გაქვს რაიმე კონკრეტული პრობლემა, მიმართე დახმარებისთვის ამ სავსემთვარეობის თილისმას -გასაღებს, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც გასაღებს საკეტს მოარგებ და კარს გახსნი, იმდენჯერ წარმოიდგინე, რომ პრობლემა წარმატებით მოგვარდა „გაიხსნა“.

💫განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური მაგია, ლოცვა, მანტრები, ვიბრაციები.

🟣ამ პერიოდში ყველაზე ეფექტური რაც შეიძლება გააკეთო  „გააცნობიერე“ ყოველი მომენტი!

🟣როგორი იქნება შენთვის უახლოესი პერიოდი? ამისთვის ჩაეწერე კონსულტაციაზე ასტროლოგთან ან დაგვიკავშირდი კონკრეტული კითხვით 

თუმცა, აი ზოგადი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

♈️ვერძი - გარდაქმნა საკომუნიკაციო წრეს შეეხება, ახალი ინტერესის სფერო. მგზავრობები.

♉️კურო - ცვლილებები შეეხება შენს ფინანსურ სფეროს, შემოსავალს, შესაძლოა მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო.

♊️ტყუპები - ცვლილებები იმიჯის, პარტნიორული ურთიერთობების სფეროში. არის ტრავმების, კონფლიქტების ალბათობაც!

♋️კირჩხიბი- გამძაფრებულია მოწყვლადობა, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის ერთერთი საუკეთესო პერიოდია, განმარტოვდი, დაისვენეთ.

♌️ლომი- ახლა სევდიანობის დრო არ არის. ცვლილებები სამეგობრო სფეროში, გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.

♍️ქალწული- სამყარო ახალ ფორმებსა და სტატუსს განიჭებს, საპასუხისმგებლო პერიოდია, ფრთხილად სიტყვებთან!

♎️სასწორი- მოგზაურობა? ან იქნებ სიახლეები განათლების სფეროში, კანონთან დაკავშირებით.

♏️მორიელი- პერიოდი ბრწყინვალეა საკუთარი დემონების დასამარცხებლად! გარეთ ყველა ომი სრულდება, როდესაც შინაგან ბრძოლას დაასრულებ.

♐️მშვილდოსანი- ახალი შემოთავაზებები, გთავაზობენ გულს, ახალ სამსახურს. ადამიანები შენზე ზრუნავენ ან შეიძლება საკმაოდ ძლიერი მტერი შეიძინო!

♑️თხის რქა- გაუფრთხილდი ჯანმრთელობას, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გვაქვს ამ ქვეყნად. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ფსიქოსომატიკას.

♒️მერწყული- მიუხედავად ქაოსისა, ცხოვრებაც მშვენიერია! ცვლილებები პირად-სასიყვარულო თემაში.

♓️თევზები - ცვლილებები სახლში, ან იქნებ ახალი სახლი?

მშვიდობას და სიმშვიდეს გისურვებთ 

P.S.ფოტოზე გამოსახულია ჰატჰორის ტაძრის ჭერის ერთერთი ფრაგმენტი, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც  ღმერთი შუ (მარცხნივ, ჰაერის და მზის სხივების ღვთაება) და მისი ტყუპისცალი და მეუღლე ქალღმერთი ტეფნუტი (მარჯვნივ, სინოტივის, ნამის, წვიმის,ნაყოფიერების ღვთაება ლომის თავით)  განასახიერებენ. 

(დენდერა/ეგვიპტე 1 ელი საუკუნე)

მოამზადა ქეთი ოდიშელმა 💫


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა