თეგებით ძიება

„ე.წ. მორწმუნეები და ეკლესიურები მეტი აგრესიულობით და უსიყვარულობით გამოირჩევიან, ვიდრე ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ არ არის აღმსარებელი“ - მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგჯერ მორწმუნე ადამიანები არაღმსარებლებზე მეტად აგრესიულები არიან და ამის მნახველ ადამიანებს ხშირად ტაძარში მისვლის სურვილი უქრებათ.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ე.წ. მორწმუნეები და ეკლესიურები მეტი აგრესიულობით და უსიყვარულობით გამოირჩევიან, ვიდრე ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ არ არის აღმსარებელი. 

აკვირდებიან ხატის წინ ხელებაპყრობილ მლოცველებს და ტაძარში მისვლის სურვილი საბოლოოდ უქრებათ.

რა არის ამის მიზეზი?! პასუხი მარტივია. გაუცნობიერებლად, ზედაპირულად, ფარისევლურად და მხოლოდ გარეგნულად ადიდებენ ღმერთს. ასეთი ადამიანის გულს არასდროს შეეხება უფლის მოწყალება, სანამ ცხოვრების წესის გამოსწორებას, სხვაში არა, საკუთარ თავში არ დაიწყებს.

ზუსტად ამის გამო, მეტად თავხედები, ჭორიკნები, ხშირად უზრდელებიც არიან ისინი, ვისაც ჰგონია, სხვაზე მეტი უფლება აქვს უფლის წინაშე, თუნდაც იმის გამო, რომ წირვის დროს, წინა რიგებში დგას ტაძარში, მაგრამ გულში მხოლოდ განკითხვით და უსიყვარულობით არის დაკავებული.

თავად არასწორად აზროვნებენ და ცხოვრობენ, სხვასაც იგივეს ურჩევენ. თუ ასე არ მოხდა, მერე ლანძღვას უწყებენ.

ყველას ახსოვდეს, რელიგიის მთავარი არსი სიყვარულია.

პირგამეხებული, მრისხანე და აგრესიული, თუ ბევრს ლოცულობს და მაინც ვერ ერევა საკუთარ სისასტიკეს, მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და სხვის შეცვლას თავი დაანებოს, სასწრაფოდ თავად შეიცვალოს, თორემ მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხება!..“ - წერს მამა პეტრე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა