6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
გემრიელად და ბლომად ჭამა თუ დიეტის დაცვა? რა თქმა უნდა, ისინი პირველს ირჩევენ.
ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზოდიაქოს ამ ნიშნების ქვეშ, ცდილობენ ნუგეშის ნახვას საკვებში...
ვერძი
ვნებიან ვერძს ძალიან უყვარს მბრძანებლობა და სურს, რომ ყველაფერი იყოს ზუსტად ისე, როგორც მას უნდა. თუ მისი გეგმები რაღაც მიზეზით წარუმატებლობას განიცდის, ის დგება თვითგანადგურების გზაზე და პოულობს ბედნიერებას საკვებში. რამდენიმე დღეში მან შეიძლება საკმაოდ ძლიერ მოიმატოს წონაში.
კურო
როგორ რეაგირებს კურო ფრაზაზე „ ოდნავ მოიმატე?“ ჯობია ეს არ გაარკვიოთ. როდესაც პარტნიორი ატყობინებს კუროს, რომ მან უნდა იზრუნოს იმაზე, თუ რომელ საკვებს იღებს, ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. კუროები ფლობენ თანდაყოლილ სიჯიუტეს, ამიტომაც მსგავსი შენიშვნები მხოლოდ უბიძგებს მათ იმისკენ, რომ მეტი ჭამონ.
კირჩხიბი
კირჩხიბს ხშირად არ ყოფნის მორალური ძალა იმისთვის, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც ცხოვრებას მოაქვს, რომელიც, როგორც ცნობილია, არა მხოლოდ სილამაზისა და სიხარულისგან შედგება. მსგავს გარემოებებში მისი მთავარი მოკავშირე, ასევე ნუგეშისმცემელი და მაშველი ხდება მაცივარი.
სასწორი
არის რა გედონისტი, სასწორს იზიდავს საკვები უბრალოდ თავისი ბუნებით. ამ ნიშნის წარმომადგებლებისთვის ისეთი რაღაც, რაც არის ზომიერება, უცნობია- არც საკვებში, არც ფულის ხარჯვაში.
მშვილდოსანი
სტიქიურმა მშვილდოსანმა არ იცის არაფერში ზღვარი. ზოგჯერ ის ამაოდ ხარჯავს თავის ენერგიას, ზოგჯერ კი ყველაფერს თავის ნებაზე უშვებს, ურჩევნია რა მოდუნება და სიზარმაცე ბოლომდე, და მაშინ მისი საუკეთესო მეგობარი ხდება საჭმელი.
თევზები
თევზები- ყველაზე დეპრესიული ზოდიაქოს ნიშანია. როდესაც მათ ეჩვენებათ, რომ ყველამ მიატოვა და რომ ბედი სასტიკია მათ მიმართ, ისინი იწყებენ თავისი დარდის მკურნალობას გემრიელი საკვებით განუსაზღვრელი რაოდენობით.