მაღალი სიცხე და ატიპური პნევმონია - ჩინეთში ახალი რესპირატორული ვირუსი გავრცელდა
როგორც Daily Mail-ი და Time წერენ, ჩინეთში ახალი რესპირატორული ვირუსი გავრცელდა. კონკრეტულად პეკინსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ლიაონინში ბავშვთა საავამდყოფოები აივსო პატარა პაციენტებით. ექიმები უჩვეულო დაავადებასა და ატიპურ პნევმონიაზე საუბრობენ. ჩინელ ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომები აქვთ: მაღალი ტემპერატურა და ფილტვების ანთება ხველის გარეშე, ჟრჟოლა და შეციება. ზოგიერთმა საავადმყოფომ უკვე უარი თქვა პაციენტების მიღებაზე, დაავადებულთა დიდი რაოდენობის გამო, რომელსაც მედპერსპონალი ვერ უმკლავდება.
მცირეწლოვნებს ორგანიზმში აღმოუჩინეს მიკროორგანიზმები Mycoplasma pneumoniae, რომელიც ატიპიურ პნევმონიას იწვევს. ეპიდემიოლოგი ჯენიფერ ნუცო, ბრაუნის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩინეთი არაერთხელ იქცა მასობრივი დაავადებების წყაროდ. ასე იყო 2003 წელს ატიპიური პნევმონიის შემთხვევაში და 2019 წელს - კორონავირუსის. მან მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებრიობას, მეტი ყურადღება მიაქციონ ახალ დაავადებას, თუმცა ისიც დასძინა, რომ ჯერ ადრეა საუბარი საშიშ ეპიდემიაზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინეთს სთხოვა დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვებში გახშირებული პნევმონიის შემთხვევებზე.
წყარო: მშობლები.გე