როდის სჯობს კბილების გაწმენდა - საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ
დილით კბილების რეგულარული წმენდა შედის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი ყოველდღიური საქმიანობის ტოპ-10-ში.
თუმცა დილაობით ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. სახლიდან გასვლამდე უნდა მოვასწროთ საუზმეს მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვილისათვის.
ამიტომ დგება საკითხი, როგორი თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს ორი მოქმედება? თავდაპირველად უნდა გავიწმინდოთ კბილები და შემდეგ ვისაუზმოთ, თუ პირიქით?
„თავდაპირველად კბილების გაწმენდა და მერე საუზმე“ ამ თეორიის მომხრეებს საკუთარი პოზიციის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ღამის განმავლობაში პირის ღრუში მრავლდება ბაქტერიები და საუზმის წინ, კბილების ზედაპირი უნდა გასუფთავდეს ბაქტერიული ნადებისაგან. ხოლო ისინი ვინც ჯერ საუზმობენ და შემდეგ იწმენდენ კბილებს დარწმუნებულები არიან, რომ ასე არა მარტო კბილებს ისუფთავებენ, არამედ პირის ღრუს ათავისუფლებენ საკვების ნარჩენებისაგან, ანუ ორმაგ სარგებელს იღებენ. რომელია სწორი?
მეცნიერების თვალსაზრისით, ორივე მართალია. ვიდრე კბილის მინანაქარსა და ღრძილებზე სხვადასხვა საკვები და სასმელი (განსაკუთრებით ფორთოხლის წვენი, რომლის მიღებაც ბევრს უყვარს დილაობით) საკმაოდ აგრესიულ ზემოქმედებას დაიწყებს, ისინი უნდა იყვნენ ერთგავარად „შეიარაღებულები“. საქმე იმაშია, რომ წმენდა არა მარტო ასუფთავებს კბილებს ბაქტერიული ნადებისაგან, არამედ მინანაქარს ფარავს დამატებითი დამცავი ფენით. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მინანქრის ეროზია ინფიცირებისა და კარიესის განვითარების რისკს ზრდის. ამას გარდა კბილების წმენდა ასტიმულირებს ნერწყვის გამომუშავებას, რომელიც მნიშნველოვან როლს ასრულებს საკვების გადამუშავებაში და ხელს უწყობს პირის ღრუში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ პიტნის შემცველი კბილის პასტით გამოიწმინდეთ კბილები და მაშინვე დალიეთ მაგალითად, ფორთოლის წვენი, მისი გემო ერთგავარად უჩვეულოდ მოგეჩვენებათ. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ პასტაში არსებული ქიმიური ნივთიერებები დროებით მოქმედებს გემოს რეცეპტორებზე და ცვლის ტკბილისა და მწარე გემოს აღქმას. ამიტომ კბილების გამოწმენდასა და საკვების მიღებას შორის უნდა იყოს მცირე პაუზა.
როგორ მოვიქცეთ, თუ საუზმემდე არ გამოვიწმინდეთ კბილები. საჭიროა საუზმის მიღების შემდეგ გავაკეთოთ პაუზა და შემდეგ გავიწმინდოთ კბილები. საქმე იმაშია, რომ საკვებში არსებული მჟავები, დროებით ასუსტებენ კბილის მინანქარს და ჭამის შემდეგ მაშინვე თუ გავიწმენდთ კბილებს, სარგებელზე მეტ ზიანს მივაყენებთ მათ. ამიტომ საუზმის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში წყალი და საუზმიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გაიწმინდეთ კბილები.
წყარო: მკურნალი.გე