კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ.
ექიმების განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი.
სავარაუდო დამნაშავე, ამ დროისათვის, მიმალულია და პოლიცია ეძებს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ.