საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
ფრანგულმა ჟანდარმერიამ კი ქართველების კრიმინალური ბანდა დააკავა - გამოძიების ინფორმაციით, ხუთკაციანი დაჯგუფება ფრანგი პენსიონერების სახლებს ძარცვავდა.
ამოღებულია დიდი ოდენობით ბრილიანტი, ოქრო, ძვირფასი ქვები,სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ტექნიკა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში დაჯგუფებამ 36 სახლი გაძარცვა. ხუთივე ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია, მათი სასამართლო პროცესი ქალაქ ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.