თეგებით ძიება

საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს - პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ "საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს".

"საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს. აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცვესიდან სარგებელი მიიღოს", - აცხადებს სტანო.

სტანოს ეს კომენტარი მოჰყვა რუსული გამოცემის იზვესტიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირში განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის გარეშე.

სტანო კვლავ აცხადებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და "განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააქტიუროს დიალოგი ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან".

"აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით", - აცხადებს პიტერ სტანო.

სტანოს თქმით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც.

"ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი, შერიგებისა და რუსეთისადმი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის", - აღნიშნულია სტანოს წერილობით პასუხში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა