რომელი დღეები იქნება დეკემბერში ყველაზე ხელსაყრელი - ასტროლოგები მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებენ
2023 წლის დეკემბერი ბევრი ადამიანისათვის გათავისუფლებისა და ტრანსფორმაციის თვე იქნება, როცა მოგვიწევს, არსებულ საქმეებსა და ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ტოქსიკურ ადამიანებს საბოლოოდ დავემშვიდობოთ და 2024 წელს ახალი მიზნებითა და გეგმებით შევხვდეთ.
მთვარე რომ ადამიანის ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, სპეციალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ასტროლოგებმა, სწორედ მთვარი კალენდრის მიხედვით დაასახელეს 2023 წლის დეკემბრისთვის როგორც ხელსაყრელი, ასევე არახელსაყრელი თარიღები.
დეკემბრის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 4, 13, 16, 18, 22, 23, 26, 28.
დეკემბრის ნეიტრალური თარიღებია: 1, 2, 3, 5, 6, 7, 11, 12, 14, 15, 17, 19, 21, 24, 25, 27, 29, 30, 31.
დეკემბრის არახელსაყრელი დღეებია: 8, 9, 10.
13 დეკემბერს - ახალი მთვარე. ეს ახალი საქმეების წამოწყებისა და მიზნების დასასახად შესანიშნავი პერიოდია. ამ დროს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და ემოციური გადაძაბვა არ ღირს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არც გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ჩაატაროთ - ახალი მთვარის პერიოდში ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას განიცდიან, ამიტომაც ნებისმიერი იმპულსური გადაწყვეტილება შესაძლოა, შემდეგში ძალიან ინანოთ. ნუ დაგეგმავთ თმის შეჭრასა და კოსმეტიკურ პროცედურებს და თუ შესაძლებელია, შემდეგი დღეებისთვის გადადეთ. გაატარეთ დღე მშვიდად, იფიქრეთ საკუთარ თავზე, თქვენს გეგმებსა და ოცნებებზე და მათი განხორციელების გზებზე.
14-დან 26 დეკემბრამდე - მზარდი მთვარე . ენერგიის, მოტივაციისა და შემართების მომატებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ის საქმეებიც კი, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით. შესანიშნავი დროა ახალი ადამიანების გაცნობის, საინტერესო პროექტების წამოწყების, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. სამყარო უამრავ საინტერესო წინადადებასა და შანსს შემოგთავაზებთ, მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გინდათ.
27 დეკემბერი - სავსე მთვარე. უმჯობესია, ამ დღეს დიდი და გრანდიოზული პროექტები არ წამოიწყოთ, ან კიდევ რადიკალური ცვლილებები არ დაგეგმოთ. შესაძლოა, აქტივობების უეცარმა ცვლილებამ არასასურველი შედეგი მოგიტანოთ. ამიტომაც, დაასრულეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ და სიახლეები შემდგომი დღეებისთვის დაგეგმეთ.
1-დან 12 დეკემბრამდე და 28-დან 31 დეკემბრამდე - კლებადი მთვარეა. მზარდი მთვარის საპირისპიროდ, აღნიშნულ პერიოდში ადამიანების შემართება, ენერგია, მოტივაცია მცირდება და არსებულ საქმეებთან, თუ ამოცანებთან გამკლავება უჭირთ. იმაზე მეტი დრო სჭირდებათ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად, ვიდრე ჩვეულებრივ. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით სარისკო კონფლიქტურ სიტუაციებში ჩართვა და რადიკალური ცვლილებებია. მაშინ, როცა შემართებას კვლავ იგრძნობთ, შესაძლოა, არსებული შედეგი და გადაწყვეტილებები ინანოთ და აღარ მოგეწონოთ. კლებადი მთვარის პერიოდში რაიმე ახლის წამოწყება არ ღირს. ჯობს უკვე არსებულ საქმეებზე კონცენტრირდეთ და მათ მოგვარებაზე იფიქროთ.
წყარო - beaumonde.ge