თეგებით ძიება

"დიდი შანსია მოიგოთ ლატარიაში..." - როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

გასული კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა ბევრად მშვიდი და მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ეს კვირა ბევრად სტაბილური იქნება. გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა და საერთო განწყობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და მაგრამ მაინც არ ღირს ყველა საქმეს ერთდროულად შეჭიდება, რადგან წინა კვირიდან გამოყოლილი ნეგატიური ტენდენციები არ მოგცემენ ყველა ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალებას. უმჯობესია ამ კვირაში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულოთ და შეადგინოთ სამომავლოდ მოქმედების გეგმა.

კურო –  მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა, თუმცა დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადაღლა. მოერიდეთ რისკს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. მართალია, ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ აჰყვებით ცდუნებებს, არ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს და არ მოინდომებთ იმაზე მეტის მიღებას, ვიდრე შეგიძლიათ. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან შენაძენი არ გაამართლებს და შესაძლოა ორჯერ მოგიხდეთ ხარჯის გაწევა. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევები, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ რთული სიტუაციიდან თვის დაღწევას.

ტყუპები – გასულ კვირასთან შედარებით ბევრად აქტიური და ენერგიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და გარშემომყოფების სასიამოვნოდ გაკვირვებას. კარგი პერიოდია რთული საკითხების მოსაგვარებლად, მით უფრო, რომ გასული კვირის უსიამოვნებების დაძლევაც მარტივად გამოგივათ. მართალია, კოლეგები და ხელმძღვანელები ზედმეტად ბევრს მოითხოვენ თქვენგან, მაგრამ არ ღირს ემოციებს აყოლა, უკმეხად პასუხი და იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება, ვინც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას განსაზღვრავს.

კირჩხიბი – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ენერგიის მობილიზება და დაგეგმილი პროექტების განხორციელება, მით უფრო, რომ გარშემომყოფები არა მხოლოდ დაიწუნებენ თქვენს იდეებს, არამედ ღიად გამოთქვამენ საკუთარ პრეტენზიას, რაც საგრძნობლად გაგიფუჭებთ განწყობას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისგან, არ ღირს საკუთარი ინტერესების ხარჯზე სხვათა დახმარება, რადგან მაინც არავინ დაგიფასებთ.

ლომი – აქტიური და მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან მარტივად შეძლებთ წინა კვირაში დაგროვილი პრობლემებისა და შეცდომების გამოსწორებას. არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, თუმცა არ ღირს ყველა წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმება, რადგან უმეტესობა ვერ შეძლებს თქვენი იმედების გამართლებას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან საკამათო საკითხების განხილვისა და უთანხმოების მოსაგვარებლად.

ქალწული – ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ვერც მობილიზებას შეძლებთ, ვერც წინასწარ დაგეგმილი საქმეების ბოლომდე მიყვანას. მართალია, მოულოდნელად მოგიწევთ დამატებითი ვალდებულებების აღება, რაც თქვენს  უკმაყოფილებას და გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ სხვათა დავალებების შესრულება. თავი შეიკავეთ იურიდიული, განსაკუთრებით მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტისგან.

სასწორი – ნაკლებად წარმატებული კვირაა რისი მიზეზი პირველ რიგში გარშემომყოფებთან გართულებული ურთიერთობა გახდება. მართალია, გაღიზიანებულს ბევრისთვის საკადრისი პასუხის გაცემა მოგინდებათ, მაგრამ აგრესიის გამოვლენას, ისევ თავშეკავება ჯობია. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული იმუნიტეტის და ენერგოტონუსის ფონზე, ენერგიაც მოიმატებს და შრომის უნარიც. ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში შეასრულოთ მნიშვნელოვანი საქმეები და შეიმუშაოთ გეგმა მომავალი კვირისთვის.

მორიელი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდება ფიზიკური, ინტელექტუალური შესაძლებლობების მობილიზება, დაწყებული პროექტების დასრულება და შეხვედრების თქვენს სასარგებლოდ წარმართვა. მართალია, უამრავი შეთავაზება და ახალი იდეა გექნებათ, მაგრამ გადაღლილობის ფონზე თვითონ იტყვით უარს მათ განხორციელებაზე. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, მეტად პერსპექტიული პერიოდია რომანტიკული შეხვედრებისთვის, ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ახალი პარტნიორის მოსაძიებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ საჩუქარი ან დივიდენდები ძველი პროექტებიდან.

მშვილდოსანი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია იდეების ჩამოყალიბებისა და მათი განხორციელებისთვის, მით უფრო, რომ გარშემომყოფებიც აქტიურად დაგეხმარებიან. სულიერი განახლების კვირაა, ამიტომ გამოიყენეთ ყველა შანსი და თამამად განახორციელეთ ცვლილებები.

თხის რქა – წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზაცია და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან, ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებთან კონკურენცია მხოლოდ თქვენს არაკომპეტენტურობას გამოავლენს. ყურადღება გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ახლა გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც აქტიურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. თავი შეიკავეთ სხვის საქმეში ‘’ცხვირის ჩაყოფისგან’’, რადგან საბოლოოდ ისევ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში.

მერწყული – აქტიური და პოზიტიური კვირაა, რადგან სწორედ ახლა შეძლებთ გადადებული პროექტების დასრულებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. კარგი პერიოდია სამომავლო გეგმების დასახვისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, საჭირო ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, მთავარია არ თქვათ უარი მეგობრების დახმარებაზე, რადგან მხოლოდ მათი წყალობით შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას.

თევზები – ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ კონფლიქტებს და საქმის გარჩევას, რადგან ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ისევ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, მეტად ხელსაყრელი კვირაა ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლებისა და ახალი სამსაურის მოსაძიებლად.

გეომაგნიტური დღეები – 5, 6, 7 და 10 დეკემბერი.

წყარო - epilogi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა