როდის სჭირდება ბავშვს ფსიქიატრი - 23 საგანგაშო სიგნალი
როგორ გავიგოთ, სჭირდება თუ არა ბავშვს პროფესიული დახმარება?
ვის უნდა მივმართო: ფსიქოლოგს, ფსიქიატრს თუ ფსიქოთერაპევტს?
ექსპერტები ირწმუნებიან: თუ ბავშვობაში ყველა პრობლემა სპეციალისტთან იქნება დამუშავებული, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი სირთულის თავიდან აცილება მოხერხდება ზრდასრულ ასაკში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომელ სპეციალისტთან ღირს ბავშვის მიყვანა.
რა განსხვავებაა ფსიქოლოგს, ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს შორის?
აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანები ფსიქიკური აშლილობის გარეშე, რომლებსაც ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარება, შეიძლება გახდნენ ბავშვის ფსიქოლოგის პაციენტები. ასეთ სპეციალისტთან ბავშვს შეეძლება განიხილოს სკოლაში არსებული პრობლემები, კონფლიქტები მეგობრებთან, გაუგებრობები მშობლებთან ურთიერთობაში და ა.შ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვთა ფსიქოლოგი ექიმი არ არის. ის არ დანიშნავს მკურნალობას.
რაც შეეხება ფსიქიატრს, მას აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება და სპეციალობა ფსიქიატრი. ასეთი სპეციალისტი მუშაობს არა მხოლოდ პაციენტის გრძნობებთან და ემოციებთან, არამედ ისეთ გადახრებთან, როგორიცაა ნევროზები, ჰალუცინაციური და ბოდვითი დარღვევები, ფობიური დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, განვითარების დარღვევები, დამოკიდებულებები სხვადასხვა გამოვლინებებში და ა.შ.
ფსიქიატრს შეუძლია დანიშნოს მედიკამენტები, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობლებმა გააცნობიერონ, რომ ბავშვობის ყველა პათოლოგია არ იკურნება მხოლოდ მედიკამენტებით.
ასეთ შემთხვევებში ფსიქიატრი გვირჩევს დაუკავშირდეს სხვა სპეციალისტებს (მეტყველების თერაპევტებს, კოგნიტურ თერაპევტებს და სხვა).
და ბოლოს, ფსიქოთერაპევტი. ამ სპეციალისტს უმაღლესი სამედიცინო განათლებაც აქვს. მაგრამ ის, ფსიქიატრისგან განსხვავებით, უპირატესობას ანიჭებს არა სამედიცინო მკურნალობას, არამედ ფსიქოლოგიური გავლენის მეთოდებს. როგორც წესი, ეს არის საუბრები, რომლის დროსაც ექიმი ამოიცნობს თუ რა უწყობს ხელს ბავშვში შინაგანი კონფლიქტების განვითარებას, ასევე ეხმარება მისი ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში.
23 განგაშის სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
თუ თქვენ აღმოაჩენთ სიმპტომებს, რომლებიც თქვენს შვილს აქვს ამ სიაში, უნდა იფიქროთ ფსიქიატრთან მისვლაზე.
1. ბავშვი ჩამორჩება თანატოლებს გონებრივ და მეტყველების განვითარებაში.
2. აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები (დაქვეითებული მეხსიერება, ან ყურადღება). ხშირად გონებაგაფანტულია და ვერ ახერხებს კონცენტრირებას.
3. ბავშვი ძალიან სწრაფად იღლება.
4. ვერ იძინებს ან ხშირად იღვიძებს.
5. ბავშვი უკიდურესად მოუსვენარია.
6. ბავშვშს ხშირად ამჩნევთ დაქვეითებულ განწყობას, ცხოვრების ხალისის ნაკლებობას.
7. ბავშვი გახდა მოწყენილი, არ იჩენს ინტერესს იმ საგნების მიმართ, რაც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა. ის ეძებს მარტოობას, არ სურს ვინმესთან ურთიერთობა.
8. ბავშვი ნაკლებად აქტიური გახდა. აღინიშნება პასიურობა, რომელიც აქამდე არ იყო.
9. ბავშვი ან მოზარდი შეპყრობილია წონის პრობლემით, მიმართავს სხვადასხვა დიეტას, ზრდის ფიზიკურ აქტივობას, საკუთარ თავს სარკეში უყურებს, თავს მსუქანს უწოდებს და ა.შ.
10. შეამჩნევთ, რომ ბავშვი იმატებს წონაში, შეწყვიტა ჭამა საერთო მაგიდასთან, ჭამს თავის ოთახში, ღამით, იღებს საფაღარათო საშუალებებს, იწვევს ღებინებას.
11. ბავშვს აქვს მუდმივი ან განმეორებადი შიში (ფობია) – მას ეშინია გარკვეული საგნების, სიტუაციების.
12. ბავშვს ეშინია სიკვდილის და ასევე ეშინია, რომ ვინმემ ზიანი არ მიაყენოს მას.
13. გაზრდილ ყურადღებას აქცევს თავის ჯანმრთელობას, ეშინია მძიმე დაავადებით არ დაავადდეს ან შიშობს, რომ უკვე აწუხებს რაიმე სახის დაავადება.
14. თქვენს შვილს ამჩნევთ ფიზიკურ სისასტიკეს სხვა ადამიანების ან ცხოველების მიმართ.
15. ბავშვს აქვს აგრესიის, ბრაზის, გაღიზიანების აფეთქებები.
16. ბავშვს ტანტრუმები (ისტერიკები) აქვს.
17. ბავშვი არ იცავს (ან საკმარისად არ ესმის) საზოგადოებაში ქცევის წესებს.
18. განიცდის დიდ შფოთვას უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას.
19. ბავშვი აკეთებს უნებლიე უეცარ მოძრაობებს ან ყვირის სიტყვებს ან ბგერებს (თავს ვერ აკონტროლებს).
20. ასრულებს განმეორებით მოქმედებებს. ბავშვს უჩნდება აკვიატებული აზრები ამა თუ იმ მოქმედების გასაკეთებლად.
21. ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, თმას იჩეჩავს.
22. ბავშვს აქვს შიშის ან პანიკის აუხსნელი შეტევები.
23. ბავშვი განიცდის შფოთვას (აუხსნელი შიში იმისა, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, მძიმე წინათგრძნობა).
წყარო: მკურნალი.გე