"ყოფილების" უკან მობრუნების საერთაშორისო კვირეულია - რას უნდა ვუფრთხილდეთ 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე (ასტროლოგების რჩევები)
13 დეკემბრიდან – 2 იანვრამდე – მაცნე, შუამავალი, მომრიგებელი, მოხერხებული, მატყუარა, ეშმაკი, მოქნილი, სწრაფი… ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიტყვებისა, რომელსაც შეხვდებით რომაულ თუ ბერძნულ პანთეონში (იგივე ჰერმესი) მერკურის უნიკალური პერსონაჟის აღწერისას.
თავის ბუნებით ის ყველაზე ახლოს არის ადამიანთან, მას შეუძლია მოარიგოს ერთმანეთთან მოსისხლე მტრები და პირიქით შუღლი და მტრობა დათესოს მეგობრებში.
არიან ღმერთები და არის მერკური, მისი ზრახვები ყოველთვის უცნობია…
მერკური, ეს ჩვენი გონებაა.
ის თითქოსდა ჩვენი მთლიანობის დამოუკიდებელი პერსონაჟია, დაუმეგობრდი მას და შეცვალე შენი ცხოვრება…
2023 წლის განმავლობაში, ეს არის პლანეტა მერკურის მეოთხე დროში მოგზაურობა.
3 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მერკური რეტროგრადულია, იწყებს უკუსვლას თხის რქის მე-9 გრადუსში, ის უკანსვლას ასრულებს 2 იანვარს, თუმცა, მისი არეული თემები დაახლოებით 21 იანვრის შემდეგ დალაგდება.
ყველაზე დიდი გავლენა მერკურიანელებსა და მერკურის მართვის თემებს შეეხება.
მაშ ასე, კომუნიკაციისა და გონების მმართველი მერკური დროის მანქანით მოგზაურობისთვის ემზადება. ეს დრო შესაძლოა ჭკვიანურად და ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ.
მერკურის რეტროგრადულობა, შესაძლოა, აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამასთანავე „ყოფილების“ უკან მობრუნების საერთაშორისო კვირეულია…
რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ:
მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.
ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).
თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!
მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.
გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.
გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.
განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.
არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.
აღადგინეთ ძველი კონტაქტები, რომელიც ფიქრობთ რომ ღირებულია! მაგრამ ალკოჰოლის მიღებამდე, გირჩევთ „ყოფილის“ ნომრის წაშლას
მოინახულეთ მივიწყებული ადგილები, რომლების მონახულებაც სიამოვნებას განიჭებდათ.
სცადეთ ის, რაც არ გამოგდიოდათ აქამდე.
გამოიყენეთ შემდეგი მინერალური ქვები: ზურმუხტი, საფირონი, თურმალინი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი.
არომათერაპიიდან გამოიყენეთ: ფორთოხალი, იმბირი, პაჩული, გერანი.
სიმბოლოებიდან გირჩევთ ბუს სიმბოლოს გამოყენებას.
P.S. თუ რეტროგრადული მერკური გაქვთ ნათალურ რუკაში, მაშინ ეს პერიოდი თქვენთვის სასიკეთოა და მაქაიმალურად გამოიყენეთ.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, არ იჩქარებთ ძვირადღირებული ნივთების შეძენას, ფულს სწორად დააბანდებთ, ამ პერიოდში (არა დაწყებული) თქვენი ფინანსური საქმეები შეიძლება დიდი მლგებითაც დაგვირგვინდეს!