თეგებით ძიება

მსოფლიოში წითელათი სიკვდილიანობა 43%-ით გაიზარდა - რუმინეთმა წითელას ეპიდემია გამოაცხადა

რუმინეთი აცხადებს წითელას ეპიდემიას ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ზრდის გამო.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ახლა ბავშვების მხოლოდ 62%-მა დაასრულა საშიში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული ციკლი.

სამინისტროს ცნობით, დაავადების მიმართ ყველაზე მეტად არასრულწლოვნები არიან მიდრეკილნი. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ხელისუფლება მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აპირებს.

„წითელას შემთხვევების საგანგაშო მატების გათვალისწინებით, ასევე ინფიცირებულ ბავშვთა პედიატრიულ და ინფექციურ განყოფილებებში ჰოსპიტალიზაციის სიმრავლის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით წითელას ეპიდემია გამოაცხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წითელათი სიკვდილიანობა მსოფლიოში 43%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, ევროპაში დაფიქსირდა აივ-ის ყველაზე სწრაფად მზარდი ეპიდემია, გვაფრთხილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. განუკურნებელი დაავადებით სიკვდილიანობამ ასევე მიაღწია "მიუღებლად მაღალ" დონეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

წითელას საინკუბაციო პერიოდი 21 დღე გრძელდება, პროდრომული - 3-5 დღე. დაავადება შეიძლება დაიყოს 3 ეტაპად.

I ეტაპი (გრძელდება 3-4 დღე) - გამოხატულია კატარული მოვლენები: ცხელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. პირის ღრუს ლორწოვანი ჰიპერემიულია (შეწითლებულია) და გაფხვიერებული. ლოყის ლორწოვანზე ჩნდება მოთეთრო გამონაყარი, ხახის უკანა კედელზე - წითელი ლაქები.

II ეტაპზე (გრძელდება 4 დღე) იმატებს ინტოქსიკაცია, აგზნება, თავის ტკივილი, უძილობა, კონიუნქტივიტი. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იწევს, ავადმყოფს ეწყება ხველა. ყურის უკან ჩნდება პირველი გამონაყარი, რომელიც მომდევნო 4 დღის განმავლობაში სახიდან ზედა და ქვედა კიდურებზე გადაინაცვლებს. ამ პერიოდში ავადმყოფს უდიდდება ლიმფური კვანძები, აღენიშნება ტაქიკარდია. შესაძლოა ჰქონდეს გულისრევა-ღებინება და ფაღარათი.

III ეტაპზე ანუ დაავადების უკუგანვითერების პერიოდში ცხელება გაივლის, მცირდება ინტოქსიკაცია, ფერმკრთალდება გამონაყარი და რჩება ლაქები, რომლებიც თანდათანობით ქრება.

დაავადება იწყება ტემპერატურის 38,5-39 გრადუსამდე მომატებით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, კონიუნქტივიტით, მშრალი შემაწუხებელი ხველით, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით, ცხვირცემინებით, სურდოთი.

კატარული მოვლენები თანდათან მძაფრდება და გამონაყარის დაწყებისას პიკს აღწევს. გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე რბილ და მაგარ სასაზე წითელი, უსწორმასწორო ლაქები შეინიშნება. ამ ლაქებს ენანთემას, ასევე - ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქებს უწოდებენ და წითელას სადიაგნოზო მნიშვნელოვანი ნიშანია.

გამონაყარის პერიოდი იწყება დაავადების მე-4-5 დღეს. პირველი ელემენტები ჩნდება ყურს უკან, ნიჟარის ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. 24 საათში გამონაყარი მოედება მთელ სახეს (ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ჩათვლით), კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. თანდათანობით იგი ლაქოვან/ლაქოვან-პაპულურ ხასიათს იღებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და კიდურებზე, მესამე დღეს - ტერფებზე. ამავე დროს სახეზე მისი გაფერმკრთალება (ალაგება) იწყება. გამონაყარი ფერმკრთალდება და ქრება იმავე თანამიმდევრობით, როგორითაც გაჩნდა.

ალაგების (პიგმენტაციის) პერიოდი 1-2 კვირას გასტანს. ელემენტები კარგავს სიმკვეთრეს, ბრტყელდება, ბაცი მოლურჯო ფერის ლაქებად იქცევა და ქატოსებურად იქერცლება.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა