თეგებით ძიება

ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა -ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება ახალი პარტია, რომელიც „ბრძოლის ავანგარდში“ ჩაერთვება.

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა.

შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და გამოცდილი პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავდებთ. ახალი ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო იქნება შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ არ ვაპირებთ შერწყმას არც ერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან. გვექნება ჩვენებური, განსხვავებული ხედვა. შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს ჩვენს საზოგადოებას სრულად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ. 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იქნება ბრძოლის ავანგარდში. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, როგორიც არის ყრილობა, პარტიის ჩამოყალიბება და ა.შ. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა