თეგებით ძიება

მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე პაციენტს დამატებით თანხის გადახდა აღარ მოუწევს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე პაციენტს დამატებით თანხის გადახდა აღარ მოუწევს.

 

„ამ დრომდე, დაფინანსების ნაწილში, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა. ჩვენ, დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს. ამისთვის ჩვენ ის სერვისი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს, შევიყვანეთ სატარიფო გაანგარიშებაში. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უშუალოდ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს, ამასთანავე დავამატეთ  გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია“ , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი , რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.

ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ  DRG დაფინანსების მოდელი, უკვე ერთი წელია რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა. ერთი თვეა, აღნიშნული დაფინანსების მოდელი მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც, ასევე ნეონატალურ სერვისზეც გავრცელდა.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა