თეგებით ძიება

რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და რა სარგებელს მოუტანს რიგით მოქალაქეებს

14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმა, რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის.

ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ევროპული მომავლის დადასტურებაა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციის გზაზე. 

ამ სტატუსის გაცემით ევროკავშირი აღიარებს, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია და პოტენციალი. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას ექნება იმის უფლება, რომ ის ევროკავშირს ოფიციალურად შეუერთდეს.  

გარდა პოლიტიკური აღიარებისა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს, ერთ-ერთია Erasmus+.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა