თეგებით ძიება

„საქართველოს ეკონომიკის 70% მოდის თბილისზე - რატომ გიკვირთ საცობები?" - ოთო აბესაძე

ეკონომისტი, ოთო აბესაძე თბილისში საცობების თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მოსახლეობის 44% ცხოვრობს თბილისში, საქართველოს ეკონომიკის 70% მოდის თბილისზე, პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი და რატომ გიკვირთ საცობები?

არ ხდება ეკონიმიკის გადატანა თბილისიდან რეგიონებში, რაც შიდა მიგრაციას შეამცირებს.

არ ხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, ანუ რეგიონში გამომუშავებული ფული არ რჩება რეგიონის ბიუჯეტში და მოდის ცენტრალურში.

ყველა სამთავრობო სტრუქტურა არის თბილისში.

ამას ემატება ტექ. ინსპექტირების გაუმართავი სისტემა (ყველას და ყველაფერს შეუძლია ტექ. ინსპექტირების გავლა), არ ინერგება ევრო 5 და ევრო 6 სტანდარტი და არ ხდება პროგრამირებით მარჯვენა საჭიანი მანქანების ამოღება ბაზრიდან (ესეც ევრო რეგლამენტია)

მოკლედ, ნუ გიკვირთ საცობები" - წერს ოთო აბესაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა