თეგებით ძიება

„ასეთი გარემოვაჭრეები არიან “გულისშემძვრელი” ვიდეოები რომ უდევთ ხოლმე, ქუჩაში არ გვაჩერებენო...“ - რა შეემთხვა ნათია ბერიძეს?

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბაზარში ვიყავი და ნიგოზი უნდა მეყიდა მოხუცთა თავშესაფრის საცივის და  გოზინაყისთვის,  დავიწყო დაჭრა  გოზინაყის. 20 ლარი აწერია, რადგან ყველა იტყუება და ამ მომენტისთვის არა ჩემთვის არამედ სხვისი ფულით საქველმოქმედო საქმისთვის მჭირდება  ჩემი სასწორი “დავაძრე”. აქვე ვცხოვრობ და ხშირად რომ მიწევს დეზერტირებს ვესტუმრო,  გამოვცადე უკვე რა არაადამიანურად იტყუებიან და მოკლედ მივადექი ჩემი სასწორით, ფასები აწერია 18,19,20 მეთქი 20 ლარიანი ნიგოზი მინდა 3 კილო, ოღონდ ზუსტ წონას თუ მომცემთ ჩემი სასწორით ვარ-მეთქი და დედას გეფიცებით ასე მითხრა ზუსტი წონა და შენი სასწორით თუ გინდა მაშინ 25 ლარიო, ანუ თუ ზუსტი წონა მინდა რისი უფლებაც მაქვს, 20 ლარიან ნიგოზში 25 უნდა გადავიხადო. ხვდებით რა სინაგლეა? ევროპა კი არა ვაგზალზე არ უნდა ვუშვებდეთ ამათ მაგრამ პატრონი სადაა?! მერე ასეთი გარემოვაჭრეები არიან “გულისშემძვრელი” ვიდეოები რომ უდევთ ხოლმე, ქუჩაში არ გვაჩერებენო. ასე რომ იცოდეთ თუ ვინმეს რამე გნებავთ დეზერტირებში იყიდოთ  ან სასწოროთ მიდით ან  იმედიც არ გქონდეთ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა