“მძიმეა მდგომარეობა” _ ივანე ჩხაიძე ოზურგეთში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის მდგომარეობაზე
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლის და 2 წლის ძმებს ქუჩაში თავს პიტბული დაესხათ. ბავშებთან ერთად დედაც იმყოფებოდა, მაგრამ დედამ ბერ შეძლო ძაღლის მოგერიება. უფროსი ძმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში გუშინვე გაწერეს. უმცროსი ძმა გუშინ რეანიმობილით ქუთაისში გადაიყვანეს, დღეს კი თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძებავშვის მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმედ ფასდება, თუმცა სიცოცხლესტან შეუთავსებელი არ არის.
_ მძიმეა მდგომარეობა. თავის ქალას დამცავი კანის საფარველი მთლიანად არის დაზიანებული და მოცილებული. სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ კანის დაზიანების ხარისხი ძალიან მძიმეა. შეუთავსებელი დაზიანებები ან სისხლჩაქცევები, ან ძვლების დაზიანებები, ან თვალის არ აქვს, – აცხადებს ივანე ჩხაიძე