თეგებით ძიება

დილის 5 შეცდომა, რომლებმაც შეიძლება მთელი დღე გააფუჭოს

ძალიან ცხელი შხაპი

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ძალიან გვინდა რაც შეიძლება ცხელი შხაპის მიღება, უმჯობესია ეს არ გავაკეთოთ: შესაძლებელია სახეზე ორთქლის აბაზანამ გამოიწვიოს შეშუპება ან სიწითლე. გააგრილეთ წყალი და სიმხნევისთვის დაიწყეთ ლიმფის ცირკულაცია.

წარბის კორექცია

არასასურველია დილით წარბების კორექცია ან სახეზე თმის მოცილება: კანი დღის პირველ ნახევარში უფრო მგრძნობიარეა და სიწითლე უფრო დიდხანს დარჩება, დაგეგმეთ ასეთი პროცედურები საღამოს ან შაბათ-კვირას.

ტონალური კრემი ბაზის გარეშე

დილით კანი დეჰიდრატირებულია და თუ დაუყოვნებლივ წაისვამთ სქელ ტონალურ კრემს, ის კარგად შეიწოვება. შედეგი იქნება ჩამოღვენთილი კორექტორი, ან ფორების დახშობა.

ცუდი შუქი

სარკესთან არასაკმარისი განათება იწვევს არათანაბრად გაკეთებულ მაკიაჟს და არასწორად შერჩეულ ჩრდილებს.

გაწმენდის გამოტოვება

გაწმენდა მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ ძილის წინ, არამედ დილითაც. ღამით ჯირკვლები გამოიმუშავებს ცხიმს, რომელიც რჩება ზედაპირზე და მნიშვნელოვანია მისი მოშორება გელის ან ქაფის დახმარებით. თუ დაუყოვნებლივ გამოიყენებთ კრემს და მით უმეტეს, მაშინვე გაიკეთებთ მაკიაჟს, ფორები შეიძლება დაიხშოს და მომავალში ანთება გამოიწვიოს.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა