18 -24 დეკემბერი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ორშაბათს ვერძები არანაირ დაბრკოლებას არ წააწყდებიან თავიანთ გზაზე და დასახული ამოცანების გადაწყვეტას მარტივად შეძლებენ. მაგრამ ფრთხილად ფრთხილად იყავით და ეიფორიას მეტისმეტად ნუ აჰყვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებთ სამწუხარო შეცდომას, რომელიც მთელ თქვენს წარმატებებს ხაზს გადაუსვამს.
სამშაბათს ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ ძალიანაც ნუ დაიხარჯებით, თავს გაუფრთხილდით და საქმეები თანმიმდევრულად მოაგვარეთ, ყველას ერთად ნუ შეეჭიდებით.
ამ კვირაში ბოლოს და ბოლოს უნდა გაარკვიოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ბოლო დროს ხშირად ხდება თქვენი მღელვარების მიზეზი. მეტად ნუღარ მოითმენთ, მაგრამ „ამოღებული ხმალივითაც“ ნუ იქნებით: მტკიცედ, მაგრამ კორექტულად უთხარით თქვენი პრეტენზიები და აგრძნობინეთ, რომ საკუთარ ინტერესებს უკომპრომისოდ დაიცავთ. ამისთვის შესაფერისი დღე ამ კვირაში პარასკევია.
პრობლემა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია გაწუხებთ, ვარსკვლავების გავლენის წყალობით მალე მოგვარდება. დიდი ალბათობით, სერიოზული დაბრკოლებები არ შეგხვდებათ, ცხოვრება მშვიდი, ნაცნობი გზით წავა. პროფესიული საქმეებსაც მოაგვარებთ და საკმარისი დროც დაგრჩებათ სასიამოვნო დასვენებისთვის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ადვილად შეძლებთ მათ გახარებას, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსაც არ დაიშურებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 22.
კურო
ამ კვირაში შესაძლებელია საინტერესო მოგზაურობები. თუ ამის დრო და შესაძლებლობა არ გექნებათ, სანაცვლოდ ვარსკვლავები მეგობრულ შეხვედრებს და უამრავ პატარა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებიან.
სავარაუდოდ, კვირის უმეტესი ნაწილი კარგ ხასიათზე იქნებით; პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, მოგვარდება და ამ მხრივ დამშვიდდებით, თუმცა კვირის ბოლოს ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტი ახლობლებთან. ეცადეთ დროულად დაინახოთ ურთიერთობაში არსებული პრობლემები და ბუზი სპილოდ არ წარმოაჩინოთ.
კვირის ბოლოსკენ მოგიწევთ, გაერკვეთ მიზეზებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას აფერხებენ. ამისთვის ადამიანებთან ხშირი კონტაქტი და ინფორმაციის მოგროვება დაგჭირდებათ. საბოლოოდ სასიამოვნოდ გაოცდებით, როდესაც ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებიც სასურველი მიზნის მიღწევას უფრო იოლად და სწრაფად შეგაძლებინებთ. თუ დახმარება დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ, თამამად ითხოვეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 24.
ტყუპი
ტყუპებისთვის კვირა ახალი ამბებით დაიწყება, რომელიც მათ, ცოტა არ იყოს, შოკში ჩააგდებს. მაგრამ სულ ტყუილად! მომხდარი მოვლენა მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს და თქვენ ამ ცვლილებებს მტკიცედ უნდა შეხვდეთ და სიახლეებს კი არ გაექცეთ, არამედ უნდა მიიღოთ.
სამშაბათს ენას კბილი დააჭირეთ და გარშემო მყოფებს ნუ ეტყვით ყველაფერს, რაც თავში მოგოვათ, თუ არ გინდათ სკანდალები და კონფლიქტი.
ოთხშაბათი ემოციურად რთული დღეა, ამიტომ ეცადეთ, დრო დაუთმოთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, რითაც სირთულეს გადალახავთ და მომდევნო დღეებში ენერგიული, მხნე და პოზიტიურად განწყობილი იქნებით. დიდი შანსი გექნებათ, აიმაღლოთ ავტორიტეტი და გამონახოთ საერთო ენა ყველაზე რთული ხასიათის ადამიანებთანაც კი.
სამსახურში ყველაზე მოსახერხებელ განრიგს შემოგთავაზებენ. ამ შაბათ-კვირას გელოდებათ რომანტიკული პაემანი და მხიარული წვეულება სასიამოვნო კომპანიაში.
სასიკეთო დღეები: 18, 21.
არასასიკეთო დღე: 19.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის კვირა არც თუ სახარბიელოდ დაიწყება – საკუთარ თავს უარყოფითი ემოციებით დატანჯავთ: გარშემო მყოფები გაგაღიზიანებენ, ხოლო ყველა საქმე, რომელსაც ხელი მოჰკიდეთ, უმნიშვნელოდ, უპერსპექტივოდ და წარუმატებლობისთვის განწირულად მოგეჩვენებათ. იმისათვის, რომ ამ სიტუაციიდან უდანაკარგოდ გამოხვიდეთ, ჯობია ადამიანებთან კონტაქტს მოერიდოთ და ფიზიკური შრომით დაკავდეთ.
ოთხშაბათიდან სიტუაცია სავსებით შეიცვლება – ეს არის დღე, როდესაც შეგიძლიათ სწრაფად და წარმატებით დაასრულოთ გადადებული საქმეები, რომლებიც მომაბეზრებლად და რუტინულად გეჩვენებოდათ.
ხუთშაბათიდან თქვენი გონება უჩვეულოდ აქტიური იქნება და რთული ამოცანების გადაწყვეტის საინტერესო მეთოდებს, მიზნების მისაღწევად ახალი გზების მოფიქრებას გააგრძელებს. პროფესიულ სფეროში სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების ინტერესების გათვალისწინება. თქვენი მიღწევები, სავარაუდოდ, ძალიან დაფასდება და ავტორიტეტი აგიმაღლდებათ.
შაბათ-კვირას ძალიან გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა.
ამ კვირაში შეეცადეთ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
სასიკეთო დღეები: 18, 24.
არასასიკეთო დღე: 21.
ლომი
ამ კვირაში შეიძლება არ მოგეწონოთ ის, რაც თქვენ ირგვლივ მოხდება, მაგრამ ეცადეთ, არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები, რათა სიტუაცია არ გაამწვავოთ, იყავით თავაზიანი, დიპლომატიური და ინტელექტუალური. დეპრესია არ უნდა დაგეუფლოთ, განდევნეთ სევდიანი აზრები.
სამშაბათი ხელსაყრელია ნებისმიერი საქმისთვის, ძალიან აქტიური იქნებით, ვარსკვლავებს კი გადაწყვეტილი აქვთ, სრულად დაგეხმაროთ. მაგრამ ფორტუნას შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ! დაისახეთ რეალისტური მიზნები და ამოცანები და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენთვის მიუღწეველი რამეებიც არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე).
ოთხშაბათს იფიქრეთ ახალი შესაძლებლობების ძიებაზე. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ ამ პერიოდში, თქვენი უნარების, ენერგიისა და მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერის გამოყენებით.
შაბათ-კვირას მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 23.
ქალწული
ამ კვირის განმავლობაში თქვენი ნებისმიერი მცდელობა, სავარაუდოდ, წარმატებული იქნება. ყველაფერი საათივით აეწყობა და თქვენი გეგმის მიხედვით განვითარდება. და შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეყრდნოთ თქვენი საყვარელი ადამიანების და კოლეგების მხარდაჭერას, რომლებთანაც სიამოვნებით გააზიარებთ თქვენს გრძნობებს და მოსაზრებებს. როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში ურთულესი პრობლემების მოგვარება გაგიადვილდებათ.
სამშაბათს ვარსკვლავები გირჩევენ, ინტუიციას მოუსმინოთ, დიდად არ გჭირდებათ ლოგიკაზე დაყრდნობა, რადგან სწორი გადაწყვეტილების მიღებას მარტო გონებრივი დასკვნების საფუძველზე ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან სიახლეებს ელოდეთ.
ოთხშაბათს საკუთარი თავის დაცვა მოგიწევთ და პოზიცია არ დათმოთ, რადგან თუ ერთხელ სისუსტეს გამოიჩენთ, ეს ადამიანი მუდმივად შეეცდება, თავზე წამოგაჯდეთ.
ხუთშაბათს შესაძლებლობა გექნებათ, ნებისმიერს დაუმტკიცოთ თქვენი სიმართლე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, რადგან არა მარტო მჭევრმეტყველება გიწყობთ ამაში ხელს, არამედ განსაკუთრებული მომხიბვლელობაც. ამიტომ ნუ მიეფარებით თვალს კუთხეში, გამართეთ მოლაპარაკებები და რთული კლიენტები „დაამუშავეთ“.
ამ კვირაში შესაძლებელია ძველი კონტაქტების ან მეგობრობის განახლება, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალ სასიამოვნო ემოციებს შემოიტანს.
სასიკეთო დღეები: 21, 24.
არასასიკეთო დღე: 19.
სასწორი
კვირის დასაწყისში სასწორები გაფანტულები და არაორგანიზებულები იქნებით და არც კი უნდა ეცადოთ რამეზე კონცენტრირებას. უმჯობესია ორშაბათისთვის ისეთი რამე არ დაგეგმოთ, რაც ღრმა ანალიზს და სკრუპულოზურ მიდგომას საჭიროებს, რადგან, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ მათ წარმატებით დასრულებას და ბევრ შეცდომას დაუშვებთ.
სამშაბათს უჩვეულო ემოციურ მდგომარეობაში იქნებით და ეს დიდ სტრესში ჩაგაგდებთ. სერიოზული შეცდომების თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მხოლოდ ფხიზელი გათვლებით იხელმძღვანელებთ და გადაწყვეტილებებს ძალიან დაკვირვებული განსჯის შემდეგ მიიღებთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და დაუფიქრებელი სიტყვები ცუდ შედეგებს მოგიტანთ.
ოთხშაბათს სიტუაციის შეცვლა კარგად იმოქმედებს თქვენზე – მცირე მოგზაურობები, მივლინებები, თუნდაც საყიდლებზე წასვლა, მნიშვნელობა არ აქვს, სოლიდური შენაძენი იქნება თუ ყოველდღიური წვრილმანი რამეები.
კვირის ბოლოს ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მით უფრო, თუ მათთან ერთად დღესასწაულისთვის მზადებას დაიწყებთ.
სასიკეთო დღეები: 23, 24
არასასიკეთო დღე: 20.
მორიელი
ორშაბათს მორიელები შესაძლოა კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდნენ, რომელსაც თავად გამოიწვევენ. თქვენი ხისტი და მკაცრი, კატეგორიული მსჯელობით და სიტყვიერი „წაკბენებით“ შესაძლოა ყველაზე ემოციურად გაწონასწორებული ადამიანებიც კი შეურაცხყოთ და მდგომარეობიდან გამოიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი მეტყველება აკონტროლოთ და, ასევე, ყურადღება მიაქციოთ ამინდის პროგნოზს სახლიდან გასვლისას – გაციების რისკი ახლა უკიდურესად მაღალია.
ოთხშაბათს შესაძლოა თავდაჯერებულობა დაკარგოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანოთ, რაც ახალი პროექტების დაწყების სურვილს დაგიკარგავთ. საკუთარი თავის იძულებას აზრი არ აქვს, მაგრამ სისუსტეს ნუ დაჰყვებით! იმუშავეთ საკუთარ თავზე – გაიხსენეთ თქვენი მიღწევები, წარმატებისთვის განეწყვეთ და თავდაჯერებულობა დაგიბრუნდებათ! ამ კვირაში შესანიშნავ ინტელექტუალურ ფორმაში ხართ და შეეცადეთ ამით ისარგებლოთ. არ არის გამორიცხული სამსახურში ახალი პროექტების დაწყება, რაც წინსვლის საშუალებას მოგცემთ. გარშემო მყოფები მიხვდებიან, რომ შეუცვლელი სპეციალისტი ხართ. მაგრამ საკუთარ ძალებს გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ და მარტო ნუ შეეჭიდებით ყველა საქმეს, სხვებსაც გაუნაწილეთ დავალებები და პასუხისმგებლობა.
შაბათ-კვირას დაისვენეთ სხვადასხვა მოვლენით დატვირთული ამ რთული კვირისგან, ადამიანებთან ურთიერთობისთვის არ იქნებით განწყობილი და არც არის აუცილებელი. თუ სახლში მარტო ჯდომა მოგბეზრდებათ, შორ მანძილზე გაისეირნეთ მშვიდად, აუჩქარებლად.
სასიკეთო დღეები: 19, 24.
არასასიკეთო დღე: 18.
მშვილდოსანი
ორშაბათს ვარსკვლავები მშვილდოსანს ურჩევენ, გარემოებებს დაჰყვნენ. თუ რამე შეიცვალა და ორშაბათისთვის დაგეგმილ დავალებებს ვერ ასრულებთ, არაფერი უჭირს, სხვა საკითხებზე გადაერთეთ. ამ დღეს მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც კარგად უნდა აწონ-დაწონოთ და გაიაზროთ.
ყველაფერი, რასაც სამშაბათს დაიწყებთ, უბრალოდ, წარმატებისთვის არის „განწირული“. ენერგიით სავსე და აქტიური ხართ, თან ვარსკვლავებიც მთლიანად მხარს გიჭერენ. არ გაუშვათ ხელიდან თქვენი შანსი, დროა სიტყვებიდან და ოცნებებიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ!
პროექტების განხორციელებაში მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. კრიტიკა მშვიდად მიიღეთ და ყურადღებით იყავით, ეს საშუალებას მოგცემთ, დროულად გამოასწოროთ შეცდომები.
ოთხშაბათს მოგიწევთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, გადადება, ყოყმანი აღარ შეიძლება. თუ მერყეობას გამოამჟღავნებთ, პერსპექტიულ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ, მაგრამ მორევში თავით გადაშვებაც არ იქნებოდა სწორი. ბოლოჯერ აწონეთ შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები და, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეთ!
ხუთშაბათს მიღებული ინფორმაცია შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს, ამიტომ ჯერ ნუ ისაუბრებთ მასზე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხისტი შენიშვნები კოლეგებთან ურთიერთობას გაგირთულებთ.
კვირის ბოლოს რომანტიკულ ფრონტზე სიურპრიზს ელოდეთ, რომელიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
სასიკეთო დღეები: 21, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
თხის რქა
ორშაბათს თხის რქები საქმიან ურთიერთობებში წარმატებას მიაღწევენ. თუ პარტნიორებთან, კლიენტებთან ან მენეჯმენტთან მოლაპარაკება გჭირდებათ, ეს ორშაბათს უნდა გააკეთოთ. თქვენი ორატორული უნარები მოწოდების სიმაღლეზეა და საჭირო შეთანხმებების მიღწევას ადვილად შეძლებთ.
სამშაბათი კარგი დღეა იმისთვის, რომ რაღაცების შეცვლა დაიწყოთ თქვენს ცხოვრებაში – ნუ დააყოვნებთ და პირველი ნაბიჯები გადადგით.
ოთხშაბათს მოგიწევთ თქვენი ინტერესების დაცვა სხვათა დახმარების გარეშე, აი, სად გჭირდებათ თქვენი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, დიპლომატია და მჭევრმეტყველება.
ამ კვირაში არ არის გამორიცხული არაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმები ან გაღიზიანებული ნათესავების უსაფუძვლო პრეტენზიები. შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ და ნერვები არ მოიშალოთ, სხვა მხრივ ვერაფერს დაგაკლებენ, თუ სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებთ.
პარასკევს მაღალია ჯანმრთელობის პრობლემის წარმოქმნის რისკი, მით უმეტეს, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, შეამოწმეთ აფთიაქი, ხომ გაქვთ საჭირო პრეპარატები. ეცადეთ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ და არ გადაიღალოთ.
ამ კვირაში აუცილებლად გჭირდებათ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, შაბათი ზუსტად შესაფერისი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. კვირას შეგიძლიათ სადღესასწაულო სამზადისში ჩაერთოთ, რაც ძალიან გაგახალისებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 24.
არასასიკეთო დღე: 18.
მერწყული
ორშაბათს ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად მოერიდოთ ურთიერთობებს და ნაკლები ილაპარაკოთ, რათა არ დარწმუნდეთ მარტივ ჭეშმარირებაში: „ჩემი ენა – ჩემი მტერია“.
სამშაბათს შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ და უამრავი საქმე დაგეყაროთ თავზე, რომელთა უმეტესი ნაწილის მოგვარებას ჯერ არ აპირებდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ნუ შეშფოთდებით, თავს ცოტა დრო მიეცით, რომ დაბნეულობა დაძლიოს, შემდეგ მოიფიქრეთ მოქმედებების თანმიმდევრულობა და საქმეს შეუდექით – რთული დღე იქნება, მაგრამ ამგვარი მიდგომით ფინალში გახვალთ.
ოთხშაბათსაც ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ და სხვა არაფერი შეგიძლიათ გარდა იმისა, რომ თქვენი გამჭრიახი გონებით მოიფიქროთ, ამ ყველაფრისგან როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.
ზოგადად, ამ კვირაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. თქვენი შემართება და სიმშვიდე საშუალებას მოგცემთ, დაგროვილ საქმეები გაერკვეთ. ბევრ თქვენგანს საინტერესო და ძალიან პერსპექტიული შემოთავაზებები ექნება. ასევე, დროა მოახლოებული დღესასწაულებისთვის მზადება დაიწყოთ და აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების განრიგი შეადგინოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 20.
თევზები
ორშაბათი შესაფერისი დღე არ არის მნიშვნელოვანი სამსახურებრივი საკითხების გადასაწყვეტად და აქტიური ქმედებებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე ურთიერთობებს და სასიამოვნო აქტივობებს დაუთმოთ.
არც სამშაბათს გექნებათ დიდად სამუშაო განწყობა, ამიტომ თუ სამსახურში იქნებით, ეცადეთ, ხელმძღვანელობასთან დიდად არ იკონტაქტოთ, ხოლო პარტნიორებთან და კოლეგებთან ნუ იწუწუნებთ, რომ მოგბეზრდათ და ერთი სული გაქვთ, როდის გახვალთ შვებულებაში. შეიძლება ასეც არის, მაგრამ რა აუცილებლობაა, რომ ამის შესახებ სხვებმა იცოდნენ?!
ოთხშაბათს შეიძლება დაგეუფლოთ განცდა, რომ თქვენი ძალისხმევა უშედეგოა და მიზანს ვერ მიაღწევთ. სინამდვილეში ეს გადაღლილობისა და ცუდი განწყობის შედეგია, ამიტომ აღებულ გეზს ნუ გადაუხვევთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მხოლოდ მათთან მიდის, ვისაც მოთმინება და სიმტკიცე აქვს.
ხუთშაბათს შეძლებთ, ნებისმიერი საკითხის არსს ჩასწვდეთ და არცერთი, თუნდაც უმცირესი დეტალი არ გამოგრჩეთ. გამოიყენეთ ეს მომენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სკრუპულოზურობას, გულმოდგინე და გააზრებულ მიდგომას მოითხოვენ. ასევე, მოაწესრიგეთ ფინანსურ საკითხები, დაგეგმეთ თქვენი მომავალი ხარჯები და სავალდებულო გადახდებიც არ დაგავიწყდეთ.
პარასკევს თქვენმა ენერგიულობამ და აქტიურობამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოგიტანოთ. ნუ ივლით სწრაფად მანქანით, ფრთხილად იყავით საჭესთან, ნუ ეცდებით ქუჩის გადაკვეთას, სანამ შუქნიშანი არ აინთება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უყურადღებობისა და აჩქარების შემთხვევაში გაზრდილია ტრავმის მიღების ალბათობა .
შაბათ-კვირას სახლი მოაწესრიგეთ, ზედმეტი ნივთები ან გააჩუქეთ, ან, უსარგებლოები, გადაყარეთ. ისე დაგეგმეთ და გაანაწილეთ საქმე, რომ ძალიან არ დაიღალოთ და საღამოს მეგობრებთან შეხვედრის ან ძვირფას ნათესავებთან სტუმრობის დროც დაგრჩეთ.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
წყარო: nostal.ge