თეგებით ძიება

"რადეკმა და კარლ ბილდტმა ჩემი მონაწილეობით ჩამოაყალიბეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა" - მიხეილ სააკაშვილი

კარლ ბილდტმა ჩემი მონაწილეობით ჩამოაყალიბეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა” - ამის შესახებ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"დონალდ ტუსკმა რადეკ სიკორსკი დააბრუნა პოლონეთის საგარეო მინისტრად. რადეკი ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო, როდესაც საქართველოს გადმოსცა გრომის საჰაერო დაცვის სტინგერის მსგავსი სისტემები, რომლითაც ჩვენმა არმიამ რამდენიმე რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო 2008-ში.

აგვისტოს აგრესიის შემდეგ რადეკმა შვედეთის საგარეო მინისტრმა, კარლ ბილდტმა ჩემი მონაწილეობით ჩამოაყალიბეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელმაც საფუძველი შეუქმნა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ ინტეგრაციას. 

შარშან მაშინ ევროპარლამენტის წევრმა, რადეკ სიკორსკიმ განაცხადა: "თუ სააკაშვილი მოკვდა, ქართული სახელმწიფოებრიობა გაქრება". - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა