თეგებით ძიება

თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკურ დარღვევად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამაშებზე დამოკიდებულებას დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიტანს,

- აცხადებს გამოცემა New Scientist. ამ ნორმატიულ დოკუმენტს გამოიყენებენ მკურნალობისთვის განსაზღვრული ერთიანი მეთოდური მიდგომებისთვის მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ამავდროულად დაავადების სტატისტიკურ ანალიზს აწარმოებენ.

1990 წლამდე დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას 10 წელიწადში ერთხელ გადახედავდნენ. ბოლო საერთაშორისო კლასიფიკაცია (ნუმერაციით მე-10) 27 წელია არ შეცვლილა. მე-11, ახალი ვერსიის თანახმად, ადამიანს თამაშზე დამოკიდებულად მიიჩნევენ იმ შემთხვევაში, თუ ის უფრო მეტ დროს უთმობს თამაშს, ვიდრე ცხოვრების სხვა ინტერესებს.

როგორც New Scientist იუწყება, თამაშებზე დამოკიდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიდეო თამაშებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი (მე-11) ვერსიის გამოცემას 2018 წელს ელოდებიან.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა