თეგებით ძიება

მძიმე სამუშაო პირობების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 800 ათასი ადამიანი იღუპება

დედამიწაზე ყოველწლიურად თითქმის 800 ათასი ადამიანი იღუპება, რადგან ისინი კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობენ,

საერთო ჯამში კი, მძიმე სამუშაო პირობების გამო ყოველწლიურად თითქმის სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად წყდება.

ასეთი მონაცემები წარმოდგენილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა. ზეგანაკვეთურ სამუშაოს მაღალი ადგილი უკავია იმ რისკებს შორის, რომლებიც საფუძვლად უდევს სამუშაოსთან დაკავშირებულ ადრეულ სიკვდილს. სხვა მიზეზებს მიეკუთვნება სამუშაო ადგილის დაზიანებები, ტოქსიკური გაზების და ორთქლის ზემოქმედება, აზბესტი, სილიციუმი, ასთმის გამომწვევი ნივთიერებები, მზის რადიაცია, გამონაბოლქვი, დარიშხანი, ნიკელი, ქრომი და სხვა მძიმე ლითონები.

რაც შეეხება ცალკეულ დაავადებებს, „სამუშაო“ სიკვდილიანობის 32%-ზე მეტი ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან, 27%-ზე მეტი კიბოსთან, 14%-ზე მეტი რესპირატორული დაავადებებთან, 11%-ზე მეტი დაზიანებებით, 7%-ზე მეტი ინფექციით. მოხსენების ავტორთა შეფასებით, სამუშაო პირობებთან დაკავშირებული სიკვდილი ახლა პლანეტაზე ყველა სიკვდილიანობის თითქმის 7%-ს შეადგენს. უფრო მეტიც, კაცები უფრო ხშირად იღუპებიან სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვიდრე ქალები.

ყველაზე საშიში პროფესიებია: სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, მეტყევეობა, სამთო, სამშენებლო და სამრეწველო წარმოება. სამუშაოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მეტი რაოდენობა ხდება აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და ოკეანიის ქვეყნებში.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა