2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია - რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას! - გურამ მაჭარაშვილი
2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია - რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა "ხალხის ძალიდან" გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ სიმართლე გამარჯვებულია“.
„ჩვენ იმ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რა ფუნქციამაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
„ხალხის ძალის“ სწორი პოლიტიკით, რასაც ობიექტურად ხელისუფლება ვერ გააკეთებდა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ქვეყანაში მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ. ამით ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენი სიმართლე, რასაც ვამბობდით, არის გამარჯვებული.
საქართველოდან და უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ომი იყო გამოცხადებული, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ჩვენ ფარად გამოვედით და ვთქვით, რომ ნებისმიერ ამ დეზინფორმაციას გადავთარგმნიდით, ხალხს სწორად მივაწვდიდით და ვეტყოდით, ვინ არის ამ დეზინფორმაციის ავტორი. კანდიდატის სტატუსი და გამარჯვება ამან მოიტანა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.