„ეს არის შემაშფოთებელი, ამორალური და საშინელი ქმედება. ფაქტობრივად, ყველა საფრთხეში ვართ!“ - ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი კლინიკა „ჰერას“ წინააღმდეგ (ვიდეო)
„ქალს საშვილოსნო ამოაჭრეს, განუვითარდა სეფსისი და 15 მდე დაავადება. ეს ყველაფერი კი ხდება იმის გამო, რომ ექიმმა, სავარაუდოდ, ჰიგიენურად არ ჩაატარა ოპერაცია. ყველანაირად ვერიდებოდი სამედიცინო დაწესებულებასთან საქმის დაწყებას, მაგრამ ეს რაც მოხდა არის შემაშფოთებელი, ამორალური და საშინელი ქმედება. ფაქტობრივად, ყველა საფრთხეში ვართ!!“ - ცნობილი ადვოკატი, ლაშა ჯანიბეგაშვილი კლინიკა „ჰერას“ წინააღმდეგ.