იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა
ხანდახან კარგად გამოტირებაც საჭიროა. მრავალრიცხოვანი კვლევები ტირილს ნეგატიური ემოციებისგან, როგორიცაა მწუხარება, შფოთვა და იმედგაცრუება, გათავისუფლებას უკავშირებს.
ჯანკო უმიჰარას, იაპონიაში სამედიცინო სკოლის პროფესორის თქმით, ტირილი სტრესის შესამცირებლად საუკეთესო დამხმარე შეიძლება იყოს.
„ტირილით ადამიანი საკუთარ თავს სტრესისგან იცავს: - ამბობს პროფესორი.
იაპონიაში სულ უფრო და უფრო მეტი სკოლა და კომპანია სტუდენტების და თანამშრომლების ტირილს ხელს უწყობს, რადგან ეს სტრესს ამცირებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
მაგალითად, ხიდეფურმი იაშიდა, საშუალო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, რომელიც საკუთარ თავს „მტირალა მასწავლებელს“ უწოდებს, აწყობს ღონისძიებებს, რომელიც მთელ იაპონიაში ხალხს ტირილის უპირატესობის აღიარებაში ეხმარება.
„ტირილი სტრესის შესამცირებლად უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე ძილი ან სიცილი. თუ კვირაში ერთხელ ტირით, თქვენ სტრესის გარეშე შეგიძლიათ იცხოვროთ“ - ამბობს ის.
ემოციებით ტირილი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ ცრემლების ღვრა. ამას უილიამ ფრეის, მინეაპოლისის რამსის სამედიცინო ცენტრის მკვლევარის კვლევა ადასტურებს. მან აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივი ცრემლი 98% წყლისგან შედგება, ანუ ამ დროს ადამიანი წყალს კარგავს. ემოციური ტირილის დროს სტრესის ჰორმონი და ტოქსინები გამოიყოფა, რომლებიც ცრემლთან ერთად ორგანიზმს ტოვებს.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ტირილი ენდორფინის წარმოებას ხელს უწყობს, ამიტომ კარგად გამოტირების შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობთ.
„მადლიერების გრძნობა ჩემ სხეულს ავსებს მას შემდეგ, რაც მე ვიტირებ. ტირილი ემოციების დარეგულირების საშუალებაა, რომ მათ სტრესი, დაღლილობა ან ტკივილი არ გამოიწვიოს“ - წერს ფსიქიატრი ჯუდიტ ორლოფი.
ის ყველა პაციენტს მოუწოდებს ტირილისკენ და ამის გამო არ უნდა შერცხვეთ. ეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სტრესისგან გასათავისუფლებლად საჭიროა.
მან აღიარა, რომ პაციენტები ზოგჯერ ამბობენ: „მაპატიეთ, რომ ავტირდი, ვცდილობდი, თავი შემეკავებინა. ტირილი თავს სუსტ ადამიანად მაგრძნობინებს“.
„მამაკაცების და ქალებისთვის ცრემლები სიმამაცის და ძალის ნიშანია“ - ამბობს ფსიქიატრი.
წყარო: inews.ge