თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება - ჩამონათვალი და აღდგენის დრო
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს:
ვაკის რაიონი - წყალი შეგიწყდათ ავარიულად, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.41-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 16:00 საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა: ანა პოლიტკოვსკაიას ქ.41-ს.
საბურთალოს რაიონი - სოფ.დიღომი, ხატაეთის ქ.N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:15-დან 12:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხატაეთის ქუჩას.
საბურთალოს რაიონი - ივანე ბერიტაშვილის ქ.N31-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:25-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზემო ვეძისის დას. ბერიტაშვილის, ართმელიძის, ფერცულიანის და ჯიშკარიანის ქუჩებს.
სამგორის რაიონი - მიხეილ გახოკიძის ქ. N 161 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-დან 15:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მე-4 მკ-ს მე-2 რიგს, ხომლელის N2 და N 11, წულუკიძის ქუჩას და 1 და 2 შესახვევს, წულუკიძის მე-4 შესახვევის N8-და N10, წულუკიძის მე-3 შეს. N1,2,3,4,5, ზანდუკელის (სერგო ჯიქიას) ქუჩა N22- 34(ლუწები), 21- 51(კენტები), ჯავახეთის ქუჩის N66 დან 152- ჩათვლის, ჯავახეთის ქუჩის 1, 2 და 3 შესახვევს, მე-8 ლეგიონის დასახლებას, აეროდრომის დასახლების მე-4 ქუჩას, სამგორის დასახლებას, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ რაიონს, კახეთის გზატკეცილი N 17-23(კენტები), 10, 34, 36 და 38 , ონაშვილის, შუამთის 10, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის ქუჩას, აეროდრომის დასახლების - მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-10 ქუჩებს, იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონი - წყალი შეწყდა ავარიულად მონადირის ქუჩაზე სატუმბო სადგურში ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 15:00 საათზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
ზღვის უბნის (თემქის) მე-3 მ/რ-ს ყველა კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).