თეგებით ძიება

"არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები, დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში" - ნიკა გვარამია

"ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც უნარიანია, იაროს ეფექტიანი გზებით და მზადაა ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით,“ - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

„გავმეორდები: არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები.

ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას - შეცვალოს და კომპეტენციას - მართოს.

ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და მზადაა ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.

დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში“, - აცხადებს ნიკა გვარამია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა