თეგებით ძიება

როგორ ამოვიცნოთ პატარებში ასთმა?

ასთმა არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც სასუნთქი გზების ანთება ახასიათებს.

ასთმა, როგორც დიდებში, ასევე ბავშვებშიც, ძლიერ გავრცელებილია.

შესაძლოა, ბავშვთა ასთმის სიმპტომების გარჩევა სასუნთქი გზების სხვა დაავადებისგან რთული იყოს. ასთმისთვის დამახასიათებელია :

• ხველა

ბავშვს განსაკუთრებით უძლიერდება ხველა ღამით და მაშინ, როდესაც ავადაა.

წყარო: მკურნალი.გე

• მსტვინავი სუნთქვა

• ქოშინი

მცირე ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი და სუნთქვის პრობლემები აქვს.

თუმცა, სხვა სიმპტომებიც არსებობს, რომელიც თოთო, ან უფრო მოზრდილ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს.

ახალშობილების სიმპტომების დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ვერ საუბრობენ.

ასთმის ნიშანი მათთან შეიძლება იყოს:

• ღამით ძილის პრობლემები

• თამაშის დროს სუნთქვის გაძნელება

• ადვილი დაღლა

• გახანგრძლივებული რესპირატორული დაავადებები

უფროსი ასაკის ბაშვებს უადვილდებათ სიმპტომების გადმოცემა. მათ შეიძლება აწუხებდეთ:

• ენერგიის ნაკლებობა

• გულმკერდის არეში მოჭერა, ტკივილი

• უწყვეტი, ხშირი ხველა ღამით

ამასთანავე, ყველა ბავშვს შეიძლება განსხვავებული ასთმური სიმპტომები ჰქონდს.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ასთმური შეტევა აქვს ?

ზოგადად, ასთმური შეტევა ასთმის სიმპტომების გაუარესებას გულისხმობს.

ბავშვებში ასთმის შეტევა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:

• მწვავე ქოშინი

• მოლურჯო შეფერილობა ტუჩებზე

• დაბალი წნევა

• დაბალი ან მაღალი გულისცემა

• აგზნებადობა, მღელვარება, დაძაბულობა

ასთმის შეტევები, როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებშიც, საშიშია და დაუყონებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ბაშვებში ასთმის გამომწვევი ყველაზე ხშირი ფაქტორი გენეტიკაა, ასევე ალერგიული ბავშვი ასთმის განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფშია.

ხშირად, განსაკუთრებით 5 წლამდე ბავშვებში, ზოგიერთმა რესპირატორულმა ინფექციამ, შეიძლება ასთმის სიმპტომები გამოიწვიოს.

აუცილებელია, იცოდეთ, რომელი ალერგენების მიმართ არიან სენსიტიურები თქვენი შვილები, რომ მათ მაქსიმალურად მოარიდოთ.

ასთმა ქრონიკურლი ხასიათისაა, ამიტომაც მიზანი დაავადების მართვა, მისი სიმპტომების შესუსტებაა.

• ჰაერის დამატენიანებელი

გამოიყენეთ ისინი ბავშვის ოთხაში. თუ ჰაერი ძალიან გამომშრალია, ამან თქვენი შვილის ასთმური სიმპტომები, შესაძლოა, გაამწვავოს.

• სუნთქვითი ვარჯიშები

სუნთქვითი ვარჯიშები ბავშვს ჰიპერვენტილაციას აარიდებს თავიდან სიმპტომების გამწვავებისას.

• ეთერზეთები

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ეთერზეთების დიფუზია სასუნთქი გზების ანთების შემცირებას უწყობს ხელს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა