1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ იანვარს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. დღესასწაულს მიუხედავად, დილას თავს უგუნებოდ გრძნობთ, მაგრამ შუადღის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა და რომანტიკული პაემანი წარმატებით ჩაივლის.
კურო
დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება, ამიტომ სულიერი სიმშვიდის მოპოვება გაგიჭირდებათ. შუადღის შემდეგ ძველ მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.
ტყუპები
შეგიძლიათ, მთელი დღე დასვენებას დაუთმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერი, თუნდაც საჩქარო საქმე რამდენიმე დღით გადადოთ. მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. დღის მეორე ნახევარში ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ამ დღეს გულწრფელობისგან მეგობრებთანაც კი თავი უნდა შეიკავოთ.
კირჩხიბი
გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ და, პირადი საქმეების გარდა, არაფერზე იფიქროთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა დაუგეგმავი შემოსავლის დახმარებით გაიუმჯობესოთ მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ლომი
შესაძლებლობა გაქვთ, რომ ეს დღე მთლიანად თქვენს გატაცებას დაუთმოთ და ყოველდღიური პრობლემები უჩვეულო გზით გადაჭრათ. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება მალე საინტერესო პარტნიორობაში გადაიზარდოს და თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.
ქალწული
გირჩევთ, საოჯახო საქმეები გვერდზე გადადეთ და გასართობად წადით იქ, სადაც მოუთმენლად გელიან. ხანმოკლე მოგზაურობა წარმატებული იქნება. საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან და საჭიროების შემთხვევაში სწორ რჩევას მოგცემენ.
სასწორი
წარმატებული და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. მთელი ყურადღება იმაზე გაქვთ გადატანილი, რაც სასიამოვნო ემოციებით გავსებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ძველი საქმიანობის გახსენება მოგიწიოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური კვლევებისთვისაც მოიცალოთ.
მორიელი
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ნებისმიერ დავალებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროთ და შეურიგდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ.
მშვილდოსანი
ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. არის შანსი, რომ ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. მარტოხელა მშვილდოსნებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება ელით. ნუ ინერვიულებთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება.
თხის რქა
დილით შეიძლება რაღაც გაუგებრობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ გირჩევთ სადილამდე ლოგინში ინებივროთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ, რომელსაც ადვილად განახორციელებთ. ეცადეთ, საღამო საყვარელ გატაცებას ან სასიამოვნო აქტივობებს დაუთმოთ.
მერწყული
გამორიცხული არ არის, რომ 1-ელი იანვრის დილა მერწყულებისთვის ქაოსური იყოს. სიტუაცია საღამოს გამოსწორდება, როდესაც მიხვდებით, როგორ მოიქცეთ და რა გააკეთოთ. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და მარტივი გამოსავალი მოძებნოთ.
თევზები
ხალისიანი და სასიამოვნო დღეა. შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და უამრავი ახალი ამბავი გაიგოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და იმპროვიზაცია მოგიწევთ.