თეგებით ძიება

"13 იანვარს ყინვა დასავლეთ საქართველოში ღამით -14, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -12 გრადუს მიაღწევს" - ზურა ბატიაშვილი

სამხედრო ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელსი წერს, რომ ძველით ახალწელს ყივნა დასავლეთ საქართველოში ღამით -14, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -12 გრადუს მიაღწევს.

"ამინდის პროგნოზი გვამცნობს, რომ ძველით ახალ წლებზე საქართველოსთვის უჩვეულო ყინვები დაიჭერს.

დასავლეთ საქართველოში ღამით -14, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -12 გრადუსია მოსალოდნელი.

გასაგებია, რომ მაგ დროს თბილად ჩაცმა და ზამთრის საბურავების გარეშე ტრანსპორტით მოძრაობისგან თავის შეკავებაა საჭირო.

მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მოსაფრთხილებლები უსახლკარო ადამიანები და უპატრონო ცხოველები არიან. მაგ ტემპერატურაზე ცოცხალი ორგანიზმი იყინება.

ამიტომ ვისაც ხმა მიგიწვდებათ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, საჭიროა უსახლკარო ადამიანებსა და ცხოველებს მიეცეთ თბილი თავშესაფარი თუნდაც რამდენიმე დღით სანამ ეს ამინდები გადაივლის", - წერს ზურა ბატიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა