გთხოვთ დამეხმარეთ მის პოვნაში ან თავად გამომეხმაუროს - გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს
რუსთავი 2-ზე გადაცემა პრაიმ ჰაუსის ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას და მის ორ მეგობარს ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაესხა. ნაზღაიძის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისთვის დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ამასთან, თავდამსხმელებმა მანქანა დაუზიანეს გოგონას, რომელმაც ნაზღაიძეს და მის მეგობრებს დახმარების მიზნით მანქანა გაუჩერა.
„გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს, ფაქტიურად გადამარჩინა ორმა გოგონამ რომელმაც მანქანა გააჩერა და ჩვენი დახმარება სცადა, რის გამოც მას თავდამსხმელებმა დაუზიანეს ავტომობილი. ამ დრომდე არ ვიცი იმ გოგონას ვინაობა და მინდა ამ დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო, გთხოვთ დამეხმარეთ მის პოვნაში ან თავად გამომეხმაუროს“ - წერს გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.