თეგებით ძიება

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარკვეულ მოვლენაზე ან ადამიანზე წარმოდგენა შეგეცვალოთ. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა ბპრობლემები არ შეგიქმნათ.

კურო

მშვენიერი დღეა თანამოაზრეებთან შეხვედრისთვის. სწორედ მათთან საუბრის დროს შეიძლება მოისმინოთ იდეა, რომელიც უახლოეს მომავალში დამატებითი შემოსავლის მისაღებად გამოგადგებათ. უმნიშვნელო კამათი რომ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, მოერიდეთ მტკივნეული თემების განხილვას და სასიამოვნო საკითხებზე ისაუბრეთ.

ტყუპები

ეს დღე, დასვენებაზე მეტად, მუშაობისთვის უფრო ხელსაყრელია და ბევრი ტყუპი სწორედ ასე მოიქცევა. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ. სულ ერთია, სახლს დაალაგებთ, სპორტდარბაზში წახვალთ თუ ციგურებით ისრიალებთ - მთავარია, არ შეჩერდეთ. სავარაუდოდ, საღამოს საყვარელი ადამიანების წინაშე თავის მოწონების მიზეზი გექნებათ.

კირჩხიბი

თუ ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე ოცნებობთ, ხალხმრავალ ადგილებს უნდა ეწვიოთ. შესაძლოა, ახალი, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალი ემოციებით აავსებს. ეცადეთ, ახალგაცნობილთან ურთიერთობაში მინიმუმამდე დაიყვანოთ კრიტიკული შენიშვნები - მან ხომ ჯერ არ იცის, როგორი ოქროს გული გაქვთ.

ლომი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, საინტერესო მოვლენები მოხდეს. ვიღაცისთვის ეს რომანტიკა იქნება, ვიღაცისთვის კი - ნათესავების ვიზიტი. ხელსაყრელი დროა ოჯახთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა, საღამოს გაიგოთ ის, რასაც დიდხანს გიმალავდნენ. მთავარია, რომ სიახლეებს მშვიდად შეხვდეთ და ემოციების საჯაროდ გამოხატვას მოერიდოთ.

ქალწული

ამ დღეს პარტნიორული ურთიერთობები წარმატებული და ნაყოფიერი იქნება და ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას ეხება. გულწრფელი საუბარი კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსები გონივრულად გადაანაწილოთ, რათა უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ.

სასწორი

ამ დღეს საოჯახო საქმეებზე ზრუნვა მოგიწევთ. სასარგებლო იქნება ფიზიკური დატვირთვაც, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. გადაწყვეტილების მიღებისთვის ჯერ არ ხართ განწყობილი, ამიტომ სერიოზული გეგმები არ დაისახოთ და თუ შესაძლებელია, საქმის დასრულება სამომავლოდ გადადეთ.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ მოდუნდეთ და საქმეზე არ იფიქროთ. ზოგადად, რომანტიკით სავსე დღეა. თუ მარტოხელა ხართ, სახლიდან უნდა გახვიდეთ და ხალხმრავალ ადგილებს ეწვიოთ - ბარებს, კაფეებს, კინოთეატრებს და ა.შ.; და თუ პაემანზე მიგიწვიეს, დაუფიქრებლად დათანხმდით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე კომფორტულად თავს სახლში, ოჯახის წევრებს შორის იგრძნობთ. ზოგი მშვილდოსანი რომანტიკულ პაემანსაც კი სახლში მოაწყობს და საყვარელ ადამიანს ოჯახის წევრებს გააცნობს. მთავარია, სიტუაცია არ გაართულოთ - თქვენი წარმატების საიდუმლო სიმარტივეში მდგომარეობს.

თხის რქა

ამ დღეს თქვენს მრავალმხრივ ნიჭს შეიძლება უამრავი გამოყენება მოუძებნოთ. საქმეს ჩვეულზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები მარტივი და ეფექტიანია. ეცადეთ, პირად ურთიერთობაში ზედმეტი ემოციები მოთოკოთ და საყვარელ ადამიანს შენიშვნა ისე მისცეთ, რომ გული არ ატკინოთ.

მერწყული

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი ნივთი უხარისხო აღმოჩნდება და იმედს გაგიცრუებთ. სამაგიეროდ, შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ერთად გემრიელი კერძების დაგემოვნებისთვის. გირჩევთ, რესტორანს ეწვიოთ ან სახლში მოამზადოთ. სასურველია, რომ მაღაზიაში ყურადღებით იყოთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება.

თევზები

ამ დღეს ზოგიერთი თევზი იმდენად პრეტენზიულია, რომ დილიდან დაღამებამდე ყურადღებას მოითხოვს და ამ ყურადღებას მიიღებს კიდეც - თუნდაც ეს რეალურის ნაცვლად, ვირტუალურ სამყაროში მოხდეს. შესანიშნავი დღეა გარეგნობის შეცვლისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა