თეგებით ძიება

მეცნიერებმა ახსნეს, რატომ გვესიზმრება კოშმარები

კოშმარული სიზმრები, მთვარეულობასა და ღამის შიშებთან ერთად, პარასომნიური ბუნების ძილის დარღვევა გახლავთ, რომლებიც ძილის ყველაზე ღრმა სტადიაში წარმოიშობა. ღამის კოშმარი პლანეტის მოსახლეობის 5%-ს ტანჯავს. რა იწვევს მათ და შეიძლება თუ არა თავიდან აცილება? ამ კითხვებზე პასუხი ცოტა ხნის წინ ჟენევის ნეიროფიზიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  იპოვეს.

მათი კვლევის თანახმად, ასეთი სიზმარი ადამიანს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და სტრესის დაძლევასა და რეალური საფრთხის შემთხვევაში ყოფითი რეაქციების სათანადო ფორმაში შენარჩუნებას ეხმარება.

კვლევითი სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა.

პირველ ეტაპზე ნეიროფიზიოლოგებმა, ელექტროენცეფალოგრაფიის დახმარებით, 18 მოხალისეს ძილი გამოიკვლიეს. EEG მონაცემებისა და მოხალისეების მონაყოლის საფუძველზე, მეცნიერებმა დაადგინეს ტვინის რომელი უბნები აქტიურობდნენ ამა თუ იმ ტიპის სიზმრის დროს.

გაირკვა, რომ კოშმარებით გამოწვეული შიში ტვინის იმ უბნებში იბადება, რომლებიც ჩვენს სოციალურ ქცევასა და ცნობიერებაზე აგებენ პასუხს. შემდეგი დაკვირვებების დროს გაირკვა, რომ სიფხიზლეში ტვინის ეს უბნები მიღებულ სტრესზე შედარებით ნაკლებად რეაგირებდნენ, რაც ნიშნავს, რომ სტრესის მიმართ ტვინი უფრო მდგრადი გახდა.

კვლევის მეორე ნაწილში 89 მოხალისე მონაწილეობდა. ამ ადამიანებს სთხოვეს, რომ საკუთარი სიზმრების აღწერისთვის დღიური ეწარმოებინათ. იმავე დღიურში მოხალისეები მოკლედ აღწერდნენ ნანახით გამოწვეულ განცდებსა და ემოციებს (შიში, სიხარული, იმედგაცრუება, შფოთვა და ა.შ.);

ამის შემდეგ მოხალისეებს დიდი ეკრანზე ყველაზე მძიმე კადრებს აჩვენებდნენ, მაგალითად, ბუნებრივ კატაკლიზმებს ან სამხედრო ოპერაციებს. ვიდეოკადრების ყურების დროს მოხალისეებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უტარდებოდათ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოხალისეები, რომლებსაც კოშმარები ხშირად ესიზმრებოდათ, მძიმე კადრებს უფრო მომზადებულები ხვდებოდნენ და ნაკლებად ეშინოდათ.

კვლევის ავტორმა ვირჯინია სტირპენიჩმა ჩატარებული სამუშაო ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მისი თქმით კოშმარები ნერვული სისტემისთვის კარგი სიმულატორია.

ექიმები უკვე გეგმავენ სიზმრების გამოყენებას დეპრესიული და შფოთვითი მდგომარეობის სამკურნალოდ. იმისთვის, რომ პაციენტმა ძილში კოშმარი ნახოს და რეალურ ცხოვრებაში სტრესის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე გახდეს, ნეიროფიზიოლოგები ტვინის გარკვეული უბნების სტიმულირებას მოახდენენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა