„დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია...“ - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდებულმა თავადაც ითხოვდა პატიმრობაში დატოვება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს.
პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა 30 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევი.
„ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. დღეს გაიგო მან, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იძახდა, რომ პასუხი უნდა ვაგოო, არ ვარ მე არაფრის ღირსი და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ემოციური ფონი იყო“, - ამბობს ადვოკატი.