"ხელფასის მოულოდნელი ზრდა და ფინანსური კეთილდღეობა ელით..." - ნახეთ, ზოდიაქოს ნიშნები, რომელსაც განსაკუთრებული წელი ექნება
როდესაც ფინანსების პლანეტა - პლუტონი და იღბლის პლანეტა - იუპიტერი ერთმანეთს უკავშირდებიან, ასტროლოგიაში ეს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და იღბლიან პერიოდად ითვლება. ამიტომ მას მილიონერების ასპექტსაც უწოდებენ.
2024 წლის ივნისში კი სწორედ ამ ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი გავხდებით. განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც ინტერნეტ ტექნოლოგიებთან და ონლაინ პლატფორმებთანაა დაკავშირებული.
სარფიანი გარიგებებისა და საოცნებო პროექტებში აღმოჩენის შანსი ექნებათ მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, შესაძლოა, რომელიმე თქვენთვის ახლობელმა ადამიანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქონება გადმოგცეთ.
ხელფასის მოულოდნელი ზრდა და ფინანსური კეთილდღეობა ელით თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს. კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იგრძნობთ და დაიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო და ენერგია არ გყოფნიდათ.
ფინანსების პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში 2024 წლის იანვარში შევა და მთელი წლის განმავლობაში, კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა არ მოგაკლდებათ. შეიძლება, ერთჯერადი პროექტებიც გქონდეთ და გრძელვადიანი თანამშრომლობებიც.
თევზების ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა, ძველი ქონების გაყიდვიდან საკმაოდ სერიოზული თანხა გამოიმუშაონ. ასევე, შეიძლება, რომელიმე ნათესავმა მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანი ნივთი გადმოგცეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.